ფეხბურთელს ნოემბერში ოპერაციის გადატანა მოუხდა, ტრავმა კი ჯერ კიდევ 9 სექტემბერს მიიღო.
"გუნდში დაბრუნება შესანიშნავი გრძნობაა. თავს კარგად ვგრძნობ, ყველაფერი რიგზეა", - თქვა დოუსონმა.
მიმდინარე სეზონში მცველმა ოთხი მატჩის ჩატარება მოასწრო, მათგან სამი შეუცვლელად ითამაშა.