ჯერ იყო და, მანკუნიანელთა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისური ფეხბურთის 26 წლის ვარსკვლავი აუტსაიდერ „ბლექბერნთან“ (2:3) არ ათამაშა, ახლა კი, 70 წლის სპეციალისტმა თავისი უმთავრესი შეგირდი არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით 240 000 ევროთი დააჯარიმა.
„დეილი მეილის“ ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ რუნიმ „უიგანთან“ მატჩის (5:0 მანჩესტერელთა სასარგებლოდ) შემდეგ ბევრი დალია - იმდენად მაგრად გამოთვრა, რომ მეორე დღეს, ვარჯიშზე
მაკედა ქუინზ პარკში გაანათხოვრეს
ამასობაში, „იუნაიტედს“ 20 წლის თავდამსხმელი ფედერიკო მაკედა გამოეთხოვა - მანჩესტერელებმა იტალიელი „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს.
იჯარა თავად იტალიელის დაჟინებული მოთხოვნით შედგა. მაკედა უკმაყოფილო იყო იმით, რომ „იუნაიტედში“ თამაში იშვიათად უწევდა და ფერგიუსონის გუნდის წინა ხაზში შექმნილ უდიდეს კონკურენციას უკვე მეორედ გაექცა.
შეგახსენებთ, რომ ნიჭიერი იტალიელი ფორვარდი 2010 წლის დასაწყისშიც განათხოვრებული იყო - მაშინ მაკედამ სეზონის ბოლო ექვსი თვე გენუის „სამპდორიაში“ გაატარა. „ქუინზ პარკ რეინჯერსში“ მაკედას ნაცნობი თანაგუნდელი ეყოლება: ამ კლუბში რიო ფერდინანდის ძმა, ენტონ ფერდინანდი თამაშობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"