არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ იანვარში სატრანსფერო ფანჯრის გახსნა არ შეიძლება

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გაუქმება აუცილებელია.

ვენგერმა ეს იმით დაასაბუთა, რომ ამ შემთხვევაში იმ უკმაყოფილო მოთამაშეებს, რომლებიც თავიანთი კლუბების ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, მოტივაცია მოემატებათ.

"სატრანსფერო ფანჯრის სისტემის შეცვლას ვემხრობი, ის ან მთელი წლის მანძილზე გახსნილი უნდა იყოს, ან პირიქით, დახურული. მაგრამ სანამ ისეა, როგორც არის, მდგომარეობა ნოემბრიდან იანვრამდე ძალიან დაძაბულია.

მოთამაშეები ფიქრობენ, რომ თუ არ თამაშობენ, იანვარში უნდა წავიდნენ. ფეხბურთელები მოტივაციას კარგავენ, მოედანზე არ გამოდიან და ცუდად ვარჯიშობენ.

არ უნდა არსებობდეს არანაირი
სწრაფი და უბრალო საშუალება, იმის გარდა, რომ შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდე", - აღნიშნა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული