ვენგერმა ეს იმით დაასაბუთა, რომ ამ შემთხვევაში იმ უკმაყოფილო მოთამაშეებს, რომლებიც თავიანთი კლუბების ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, მოტივაცია მოემატებათ.
"სატრანსფერო ფანჯრის სისტემის შეცვლას ვემხრობი, ის ან მთელი წლის მანძილზე გახსნილი უნდა იყოს, ან პირიქით, დახურული. მაგრამ სანამ ისეა, როგორც არის, მდგომარეობა ნოემბრიდან იანვრამდე ძალიან დაძაბულია.
მოთამაშეები ფიქრობენ, რომ თუ არ თამაშობენ, იანვარში უნდა წავიდნენ. ფეხბურთელები მოტივაციას კარგავენ, მოედანზე არ გამოდიან და ცუდად ვარჯიშობენ.
არ უნდა არსებობდეს არანაირი