ბებერი ხარების ნახნავი

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "სანდერლენდში" მარტინ ონილი დაინიშნა, გუნდმა ცოტა მოიხედა. ამჯერად მან მაინც ვერ გაუძლო "ჩელსის" გააფთრებულ შეტევებს.

"ლურჯებმა" თამაშის განმავლობაში "კატების" კარის მიმართულებით 23-ჯერ დაარტყეს. აქედან გამომდინარე თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა უპირატესობას ფლობდნენ მასპინძლები.

მოულოდნელი იყო სათადარიგოთა შორის მიკაელ ესიენისა და ფლორან მალუდას გამოჩენა. უქმეებამდე ინგლისელი ჟურნალისტები წერდნენ, ეს ფეხბურთელები ვილაშ ბოაშს კიდევ დიდხანს ვერ დაეხმარებიანო. განელმაც და ფრანგმაც შეცვლაზე ითამაშეს. სამაგიეროდ ბოლომდე სკამზე დარჩა გამოჯანმრთელებული დენიელ სტარიჯი.

პირველი სახიფათო მომენტი "სანდერლენდმა" შექმნა, თუმცა ჯეიმს მაკლინმა ცარიელ კარს ააცილა.
მე-13 წუთზე უკვე "ჩელსის" დრო დადგა. ხუან მატამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა. კარში ფერნანდო ტორესმა დასცხო, მაგრამ ხარიხას გაარტყა. უკან გადმოვარდნილ ბურთს კი ფრენკ ლემპარდი დახვდა - 1:0.

მასპინძლებს ინიციატივა მატჩის დასრულებამდე არ გაუშვიათ ხელიდან. "კატები" თავს კარგად იცავდნენ. შიგადაშიგ კი კონტრშეტევებზეც მიდიოდნენ. ნიკლას ბენდტნერსა და კრეიგ გარდნერს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ... ამ გამარჯვებით "არისტოკრატებმა" "ტოტენჰემთან" სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს.

თავის მხრივ "დეზებმა" შინ აუტსაიდერი "ვულვერჰემპტონი" მიიღეს და დიდი მონდომების მიუხედავად, ძვრა ვერ უყვეს. ძირითადში დაბრუნდა ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი სკოტ პარკერი. თავის მხრივ "მგლების" თავკაცმა მიკ მაკარტიმ "ბირმინგემთან" სათასო დაპირისპირების შემდეგ ძირითადში ერთბაშად 4 ცვლილება შეიტანა. პირველი ტაიმი ლონდონელთა აბსოლუტური უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. დაცვის წამიერი მოდუნებით სტივენ ფლეტჩერმა ისარგებლა და დამატებაზე გაიტანა.

მასპინძლებმაინტერნეტკაზინო ლარივინი
საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი. ისინი მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. ერთ-ერთი მცდელობა გარეთ ბეილის პასის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა დააგვირგვინა - 1:1. საფინიშო სპურტისთვის ჰარი რედნაპმა ჯერმეინ დეფოც ჩართო თამაშში, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. სამწუხაროა, რომ "დეზებმა" შედეგიანობას უკლეს. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ლონდონელებს ნელ-ნელა ძალები ელევათ.

"ლივერპულისთვის" "ენფილდი" საჯილდაო ქვად იქცა - "წითლებმა" შინ ჩატარებული 11 შეხვედრიდან მეშვიდე ფრე ითამაშეს და მათ შორის მეორედ "მშრალი" ანგარიშით. უჩვეულო როლი ერგო დირკ კუიტს, ვინც ერთადერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი იყო. ფლანგებიდან მას დაუნინგი და ჰენდერსონი ეხმარებოდნენ, თუმცა ეს დახმარება აშკარად არ იყო საკმარისი. შესაბამისად, ჰოლანდიელი ჩრდილში იყო მოქცეული. მერსისაიდელები ხშირად ურტყამდნენ კარის მიმართულებით, მაგრამ კარის ჩარჩოში ერთადერთხელ მოახვედრეს. ამის შემდეგ არც არის გასაკვირი, რომ მათ გატანა ვერ შეძლეს.

პოლ სქოულზი სტატისტად რომ არ დაბრუნდებოდა, ამაში ალბათ ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ 37 წლის ვეტერანი ასე იოლად თუ იპოვიდა თამაშის რიტმს, ბევრი ალბათ ვერ წარმოიდგენდა. "მანჩესტერ სიტისთან" ასოციაციის თასის შეხვედრაში მას 30 წუთი ეყო, რომ მეტოქეებზე მეტი ზუსტი პასი დაეგროვებინა. "ბოლტონთან" კი სწორედ მისმა ბურთმა დაუდო სათავე აუტსაიდერის განადგურებას.

სერ ალექს ფერგიუსონმა პოლის გარდა სასტარტოში დააყენა რაფაელ და სილვა (კრის სმოლინგის ნაცვლად) და ჯონი ევანსი (ფილ ჯონსის ადგილას). სტუმართა შემადგენლობაში ასოციაციის თასის შეხვედრის ("მაკსფილდი" 2:2) შემდეგ ერთბაშად ხუთი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა - ესენი იყვნენ დავიდ ნგოგი, მარკ დევისი, ფაბრის მუამბა, გრეტარ სტეინსონი და სემ რიკეტსი. პირველი სახიფათო მომენტი დენი უელბეკმა შექმნა, თუმცა ახალგაზრდა თავდამსხმელს დარტყმა უეშმაკო გამოუვიდა, თუმცა არც ადამ ბოგდანის დიდებული გარჯა უნდა დავივიწყოთ. უნგრელი გოლკიპერის კართან მომენტი ანტონიო ვალენსიამაც შექმნა. ეკვადორელ მეტოქეს ფლანგზე იოლად გაუმკლავდა, თუმცა ბოლოს მისმა პასმა აღარ ივარგა.

ანგარიშის გახსნა რუნისაც შეეძლო. მისი დარტყმა მცველმა თავის თავზე მიიღო. 22-ე წუთზე უელბეკმა პენალტი მოიპოვა. "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ მეორე შეხვედრაა სწორედ დენის მიერ მონადირებულ პენალტებს ურტყამს და... ვერ იტანს. გახსოვთ, რომ "სიტისთან" მესამე ბურთი რუნიმ მხოლოდ პენალტის მოგერიების შემდეგ დამატებაზე შეაგდო. ანგარიში მაინც გაიხსნა და ეს სქოულზმა გააკეთა. რუნის პასის შემდეგ ვეტერანი დაუცველ კართან აღმოჩნდა და ხუთიოდე მეტრიდან ზუსტად დაარტყა - 1:0.

მეორე ნახევარში მასპინძლები თავს უფრო ლაღად გრძნობდნენ და ეს ანგარიშზეც აისახა. რუნის ვალენსიას პასით შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მას სანტიმეტრები არ ეყო, რომ ბურთს გემოზე მიწვდომოდა. 74-ე წუთზე ყველგანმყოფმა რუნიმ უიტერთან ბრძოლაში მაინც მოახერხა უელბეკის მიმართულებით პასის გაკეთება. უკანასკნელმა ნახტომში შეძლო დარტყმა - 2:0. ამ მომენტში უელბეკმა მცირე ტრავმაც მიიღო. 83-ე წუთზე მატჩს წერტილი დაესვა - კერიკმა, ისე, რომ წინააღმდეგობა არავის გაუწევია, 27-28 მეტრიდან უფრო სიზუსტის იმედად დაარტყა, ვიდრე ძალის და გაიტანა - 3:0.

კვირას "არსენალი" "სუონსის" ეწვია. "მეთოფეებმა" მთელი თამაში შეტევაში გაატარეს და ხშირადაც ურტყამდნენ მიხელ ვორმის კარში, მაგრამ ხან ჰოლანდიელი კარის დარაჯი თამაშობდა კარგად, ხანაც სტუმრებს სიზუსტე აკლდებოდათ. პირველი ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მეორეში კი 11-წუთიან მონაკვეთში სამჯერ გაიტანეს. სერიოზული შეცდომა დაუშვა ლორან კოშელნიმ, რის შემდეგაც დენი გრემი შჩესნისთან პირისპირ დარჩა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამაოდ დაშვრა შეცვლაზე შესული ტიერი ანრი.

ინგლისის პრემიერლიგა. XXI ტური
ასტონ ვილა-ევერტონი 1:1
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - ჰატონი, უორნოკი (81. რ. კინი), დანი, კოლინზი - კლარკი, აირლენდი, ოლბრაიტონი, ს. პეტროვი - ბენტი, აგბონლაჰორი
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბეინსი, ჰეიტინგა, შ. დაფი, ფ ნევილი - რ. დრენტე (61. ანიჩებე), ფელაინი, დონოვანი, დ. გიბსონი (84. ბილიალეტდინოვი) - ტ. კეჰილი - საა (88. სტრაკალურსი)
გოლები: 1:0 ბენტი (56) 1:1 ანიჩებე (69)
გაფრთხილება: ოლბრაიტონი - ფელაინი
კუთხური: 9-3, ჯარიმა: 7-11, თამაშგარე: 2:0 კარში დარტყმა: 16-6(7-4), ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 31 853

ბლექბერნი-ფულჰემი 3:1
ბლექბერნი (4-1-4-1): რობინსონი - ოლსონი, ჟივე, ჰენლი, ლოუი - ნზონზი - დ. დანი (69. ფორმიკა), გამსტ პედერსენი, პეტროვიჩი (30. გუდვილი), ჰოილეტი - იაკუბუ
ფულჰემი (4-3-3): სტოკდეილი - ს. კელი, რიისე (73. ე. ჯონსონი), ჰანგელანდი, სენდეროსი - მერფი, დემბელე (36. ფრეი - 87. ს დევისი) დემპსი - რუისი, ზამორა, დ. დაფი
გოლები: 1:0 გამსტ პედერსენი (45) 2:0 დანი (46), 2:1 დაფი (56), 3:1 ფორმიკა (79)
გაფრთხილება: გამსტ პედერსენი - სენდეროსი
გაძევება: იაკუბუ 23
კუთხური: 0-9, ჯარიმა: 15-11, თამაშგარე: 3:1 კარში დარტყმა: 14-18(6-5), ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 18003

ჩელსი-სანდერლენდი 1:0
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ტერი, ლუისი, ე. კოული, ბოსინგვა - მეირელეში, რომეუ, ლემპარდი (74. ესიენი) - მატა (85. მალუდა), ტორესი, რამირესი
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - კილგალონი (45. ტერნერი), ოში, ფ. ბერდსლი, კ. რიჩარდსონი (81. უიკჰემი) - ვონი (70. გარდნერი), ლ. კატერმოლი, მაკლინი, ლარსონი - სესინიონი - ბენდტნერი
გოლი: 1:0 ლემპარდი (13)
გაფრთხილება: ლუისი, ტორესი, მეირელეში - კატერმოლი
კუთხური: 8-2, ჯარიმა: 11-9, თამაშგარე: 2:0 კარში დარტყმა: 23-8(7-3), ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 41 696

ლივერპული-სტოკ სიტი 0:0
ლივერპული (4-2-3-1): რეინა - ხ. ენრიკე, კოატესი, შკრტელი, გ. ჯონსონი - კარაგერი, ადამი - ჯერარდი, დაუნინგი (58. კეროლი), ჰენდერსონი (74. ბელამი) - კუიტი
სტოკ სიტი (4-4-2): სორენსენი - ვუდგეიტი (79. უილკინსონი), შოუკროსი, ჰუთი, უილსონი - პალასიოსი (62. უაითჰედი), უილანი, ეზერინგტონი (87. ფულერი), დელაპი - კრაუჩი, უოლტერსი
გაფრთხილება: - შოუკროსი, სორენსენი, უოლტერსი
კუთხური: 11-1, ჯარიმა: 6-11, თამაშგარე: 3:0 კარში დარტყმა: 15-3(1-1), ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 44 691

მანჩესტერ იუნაიტედი-ბოლტონი 3:0
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ლინდეგორი - ევანსი, ფერდინანდი, ევრა, რაფაელი - სქოულზი (69. გიგზი) კერიკი, ნანი (70. პარკი) ვალენსია - რუნი, უელბეკი (78. ერნანდესი)
ბოლტონი (4-4-2): ბოგდანი - ნაიტი, უიტერი, რიკეტსი, სტეინსონი - რეო-კოკერი, მუამბა (81. პრეტლი), მ. პეტროვი (88. შანლი) იგლზი (69. რაილი) - დევისი, ნგოგი
გოლები: 1:0 სქოულზი (45) 2:0 უელბეკი (74), 3:0 კერიკი (83)
22-ე წუთზე რუნიმ ვერ გაიტანა პენალტი
გაფრთხილება: - ნაიტი
კუთხური: 10-3, ჯარიმა: 7-7, თამაშგარე: 1:0 კარში დარტყმა: 22-8(8-1), ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 75 444

ტოტენჰემი-ვულვერჰემპტონი 1:1
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - კაბული, დოუსონი, ასუ ეკოტო (80. დ. როუზი), უოკერი - ბეილი, მოდრიჩი, ლენონი (74. დეფო), პარკერი - ვან დერ ვაარტი, ადებაიორი
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ბერა, რ. ჯონსონი, ფოლი, უორდი - ფრიმპონგი (67. ჰანტი), ჰენრი, ჯერვისი (85. ელოკობი), ნაიტლი - ს. ფლეტჩერი, ედვარდსი (81. მილიაში)
გოლები: 0:1 რ. ჯონსონი (22) 1:1 მოდრიჩი (51)
გაფრთხილება: ასუ ეკოტო - პრიმპონგი, ჰენრი, რ. ჯონსონი
კუთხური: 9-1, ჯარიმა: 6-13, თამაშგარე: 3:1 კარში დარტყმა: 25-5(7-3), ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 36 000

ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 1:2
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ხარა, შორი, მაკაული, კ. დოუსონი - მორისონი, ტომასი (76. ფორჩუნი), მულუმბუ, შარნერი (63. დორანსი) - ოდემვინგე (63. ლონგი), კოკსი
ნორვიჩი (4-4-2): რადი - მარტინი, უითბრედი, ნაუტონი, აიალა - ბ. ჯონსონი (80. ფოქსი), სურმანი, პილკინგტონი (68. კროფტსი ), ჰულაჰანი - მორისონი, ჯექსონი (68. ჰოლტი)
გოლები: 0:1 სურმანი (43) 1:1 ლონგი (68) პენ, 1:2 ს. მორისონი (79)
გაფრთხილება: - აიალა
კუთხური: 10-5, ჯარიმა: 6-15, თამაშგარე: 1:0 კარში დარტყმა: 19-8(7-3), ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 22 474

ნიუკასლი-ქუინზ პარკი 1:0
ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლიჩინი, უილიამსონი, სანტონი, სიმპსონი - რ. ტეილორი (82. გოსლინგი), კაბაი (25. ბენ არფა), გატრი, ხონასი - ბესტი (77. პერჩი), ამეობი
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - გებიდონი, ა. ფერდინანდი, ჰილი, ლ. იანგი - დერი, ბუჟაკი (76. მაკედა), რაიტ ფილიპსი მაკი - ბოტროიდი, ჰელგუსონი (65. ტ. სმიტი)
გოლი: 1:0 ბესტი (37)
გაფრთხილება: - ბოტროიდი, დერი, ჰილი, მაკედა
კუთხური: 3-3, ჯარიმა: 6-10, თამაშგარე: 1:6 კარში დარტყმა: 11-15(1-6), ბურთის ფლობა: 61%-39%
მაყურებელი: 49 865

სუონსი-არსენალი 3:2
სუონსი (4-5-1): ვორმი - უილიამსი, კოლკერი, ნ. ტეილორი, რანხელი - ლ. ბრიტონი, აგუსტიენი (46. სიგურდსონი), ს. სინკლერი, ნ. დაიერი (82. რუტლიჯი), ალენი - გრემი (90. ლიტა)
არსენალი (4-5-1): შჩესნი - კოშელნი, მერტეზაკერი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ი. მიკელი, ჯურუ - სონგი, ბენაიუნი (63. როსიცკი), რემსი, არშავინი (63. ანრი), უოლკოტი - ვან პერსი
გოლები: 0:1 ვან პერსი (5), 1:1 ს. სინკლერი (16) პენ, 2:1 დაიერი (58),
გაფრთხილება: არ ყოფილა
კუთხური: 9-2, ჯარიმა: 9-10, თამაშგარე: 4:4 კარში დარტყმა: 10-18(4-8), ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 20 409

დღეს:
უიგანი-მანჩესტერ სიტი 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 20 15 3 2 56-16 48
2. იუნაიტედი 21 15 3 3 52-20 48
3. ტოტენჰემი 21 14 4 3 39-21 46
4. ჩელსი 21 12 4 5 40-25 40
5. არსენალი 21 11 3 7 38-31 36
6. ნიუკასლი 21 10 6 5 30-25 36
7. ლივერპული 21 9 8 4 24-18 35
8. სტოკ სიტი 21 8 6 7 22-31 30
9. ნორვიჩი 21 7 7 7 32-36 28
10. სუონსი 21 6 8 7 23-25 26
11. ევერტონი 21 7 4 10 21-25 25
12. სანდერლენდი 21 6 6 9 27-24 24
13. ასტონ ვილა 21 5 9 7 23-27 24
14. ფულჰემი 21 5 8 8 23-29 23
15. ვესტ ბრომვიჩი 21 6 4 11 20-30 22
16. ვულვზი 21 4 6 11 23-37 18
17. ბლექბერნი 21 4 5 12 32-44 17
18. ქუინზ პარკი 21 4 5 12 19-36 17
19. ბოლტონი 21 5 1 15 25-46 16
20. უიგანი 20 3 6 11 18-41 15

ბომბარდირები
18 რობინ ვან პერსი (არსენალი), 15 დემბა ბა (ნიუკასლი), 14 სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 იაკუბუ (ბლექბერნი), 10 ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 9-9 დენიელ სტარიჯი (ჩელსი), ფრენკ ლემპარდი (ჩელსი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)

მომდევნო ტური
21 იანვარი: ნორვიჩი-ჩელსი, ევერტონი-ბლექბერნი, ფულჰემი-ნიუკასლი, ქუინზ პარკი-უიგანი, სტოკ სიტი-ვესტ ბრომვიჩი, სანდერლენდი-სუონსი, ვულვერჰემპტონი-ასტონ ვილა, ბოლტონი-ლივერპული
22 იანვარი: მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი, არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული