"დეზებს" პირველად 1961 წლის შემდეგ რეალური შანსი აქვთ, რომ საჩემპიონო რბოლას ბოლომდე მისდიონ. საამისოდ კი ჰარი რედნაპის გუნდს ნამდვილად სჭირდება თავდასხმის გაძლიერება.
წარმოიდგინეთ, გუნდმა ბოლო 8 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ შეძლო კვალიფიციურ მეტოქესთან ორი გოლის გატანა. ლიგა 2-ის (რანგით მე-4 ლიგა) "ჩელტენჰემს" კი ამგვარ პატივს ნამდვილად ვერ მივანიჭებთ. ლონდონელებს "მარსელიდან" ლოიკ რემის გადაბირება სურდათ და პროვანსელებს 18 მილიონი ევროც შესთავაზეს, მაგრამ საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონებმა ამის გაგონებაზე ხელები
მათ თავდასხმის ლიდერის ტრანსფერის გაგონებაც არ სურთ. დიდიე დეშამის კლუბის პოზიცია გასაგებია - ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მათ ლეთარგიული ძილიდან გამომძვრალი "ინტერის" წინააღმდეგ უწევთ დაპირისპირება. გარდა ამისა, "მარსელს" ლიგა 1-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლის ამბიციაც აქვს და საამისოდ ლიდერ "პარი სენ-ჟერმენთან" 9-ქულიანი ჩამორჩენაც გასაბათილებელი აქვს. მართალია, 25 წლის თავდამსხმელის გადაბირების შანსი მცირეა, მაგრამ რედნაპი მის თამაშზე დასაკვირვებლად ჩასვლას მაინც აპირებს. ეს განცხადება მან პირადად გააკეთა.
გარდა თავდასხმისა, "ტოტენჰემს" ახალგაზრდა და პერსპექტიული მეკარის გადაბირებაც სურს. სკაუტებმა უკვე დაადგეს თვალი "ნიუკასლის" 23 წლის ახოვან კარის დარაჯ ტიმ კრულს. რედნაპს ეურელიო გომეში, კარლო კუდიჩინი და ბრედ ფრიდელი ჰყავს, მაგრამ მწვრთნელი ბრაზილიელზე რა ხანია აღრენილია და სეზონის დასრულების შემდეგ ალბათ "ეინდჰოვენში" გაუშვებს, რაც შეეხება დანარჩენ ორს, იტალიელი 38 წლისაა, ამერიკელი - 40-ის.
ასე რომ, ერთ დღეს როცა "დეზების" თავკაცს საიმედო მეკარე დასჭირდება, ასეთი შემადგენლობაში შეიძლება ვერც იპოვოს. რედნაპს სურს ისარგებლოს იმითი, რომ ტიმ კრულს ნიუკასლური ანაზღაურება არ აკმაყოფილებს. ლონდონელები მზად არიან, ჰოლანდიელს კვირაში 80 ათასი ფუნტი აძლიონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"