რჩევა რობერტო მანჩინის

AutoSharing Option
"ლივერპულთან" ლიგის თასის 1/2-ფინალში წაგების შემდეგ რობერტო მანჩინიმ თავის მართლება სცადა, იძულებული ვიყავით, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გვეთამაშაო.

დაგვეთანხმებით, ამის თქმის უფლება ვის-ვის და მას ნამდვილად არ აქვს. მანჩინის წუწუნმა ვიღაცებში გაკვირვება გამოიწვია, ზოგში - გულწრფელი აღშფოთება.

უკანასკნელთა შორის აღმოჩნდა "ევროსპორტის" საფეხბურთო ექსპერტი პოლ პარკერი. აი რა დაწერა მან: "იტალიელის მოთქმა-გოდება მოკლე სათადარიგოთა სკამზე აბსოლუტური სისულელეა. როცა იაია ტურეს ყიდულობდნენ, ალბათ იცოდნენ, რომ ოდესმე მას აფრიკის თასზე თამაში მოუწევდა. იმ თანხების გათვალისწინებით, რაც მანჩინიმ ფეხბურთელებში დახარჯა, ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო.
ეს ფეხბურთია და მას მოუწევს ამასთან შეგუება. მაგრამ ერთადერთი რასაც ის აკეთებს, ტირილია. იქნება თავდაპირველად მას "ფანტაზიფუტბოლში" ეცადა გუნდის აწყობა, სადაც მას ტრანსფერებისთვის შეზღუდული რესურსები ექნებოდა. ამის შემდეგ ალბათ ისწავლიდა ფეხბურთელებში ფულის რაციონალურად ხარჯვას.

მაშინ, როცა სხვა გუნდებს ქამრების შემოჭერა უწევთ, მანჩინის კვნესა უკვე სასაცილო ხდება. ამით ის კოლეგა მწვრთნელებისადმი უპატივცემულობას გამოტახავს და პარალელურად შეურაცხყოფას აყენებს თავის თავსაც და კლუბსაც".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული