ვან დერ ვაარტი ტოტენჰემში – 99 პროცენტით...

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისმა კლუბმა მადრიდის "რეალიდან" ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი შეიძინა და ახლა ამ ტრანსფერის თაობაზე პრემიერლიგის ხელმძღვანელობის ვერდიქტს ელის.

"ტრანსფერი განხილვის სტადიაშია, მაგრამ მხოლოდ იურიდიული ფორმალობებიღაა მოსაგვარებული და 99 პროცენტითაა გადაწყვეტილი, რომ რაფაელი კარიერას ჩვენთან გააგრძელებს. თითქოს იგი "ბაიერნს" უნდა შეეძინა 18 მილიონ გირვანქად, მაგრამ ბოლო მომენტში ვიმარჯვეთ და ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი სულ რაღაც 8 მილიონად ვიყიდეთ", - კმაყოფილია რედნაპი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული