როგორც ჩანს, ბელგიელი კარიერას "სტემფორდ ბრიჯზე" 2012/13 წლების სეზონიდან განაგრძობს. ფეხბურთელის აგენტის თქმით, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელი 30 მილიონი ევრო დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" გარდა 21 წლის აზარის სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალიც" არიან დაინტერესებულები. მიმდინარე სეზონში "ძაღლების" საუკეთესო მოთამაშემ 28 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და ამას გარდა 6 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
P.S. მოგვიანებით იმავე "დეილი მეილმა" დაწერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი"
უძველეს კლუბს საფრთხე ემუქრება
ინგლისურ საფეხბურთო კლუბ "დარლინგტონს" რეალური საფრთხე ემუქრება, რომ 128-წლიანი არსებობის შემდეგ გაკოტრდეს. უკვე ცნობილია, რომ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან, ასევე რიგით პერსონალთან დადებული ხელშეკრულებები გაუქმებულია. გაუსტუმრებელი დავალიანებების გამო იანვრის პირველ რიცხვებში სასამართლომ "დარლინგტონს", მესამედ ბოლო 9 წლის განმავლობაში, გაკოტრების მმართველი დაუნიშნა.
ვალების გამო საფეხბურთო ასოციაციამ კლუბს უკვე ჩამოაკლო 10 ქულა, რის გამოც ის მეხუთე ლიგის გასავარდნი ზონის თავზე დაეშვა. მოქმედმა მმართველმა ჰარვი მედენმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ "დარლინგტონს" უკვე აღარ ჰყავს არც ერთი თანამშრომელი, მაგრამ მას აქვს იმედი, რომ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება მაინც მოინახოს. საამისოდ, უახლოეს ხანებში ინვესტორი უნდა გამოჩნდეს.
ქუინზ პარკის პირველი ტრანსფერი
"ქუინზ პარკში" მარკ ჰიუზის დანიშვნის შემდეგ ხელმძღვანელობამ მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ახალი ტრანსფერებისთვის სოლიდური თანხები გამოყო.
და აი შედეგიც: ლონდონურმა კლუბმა ბრაზილიური "სან პაულუდან" 20 წლის თავდამსხმელი ენრიკე გადაიბირა. ენრიკე 2011 წელს კოლუმბიაში ჩატარებული 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ფეხბურთელთან 18-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. ამასთან "ქუინზ პარკი" ფლობს ფეხბურთელის უპირატესი შესყიდვის უფლებასაც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"