ანრი ბოდიშს იხდის

AutoSharing Option
21-ე ტურში "სუონსისთან" მარცხის შემდეგ "არსენალის" ფრანგ ვარსკვლავს, 34 წლის ტიერი ანრის მცირე ინციდენტი შეემთხვა საკუთარი გუნდის გულშემატკივართან.

აი, როგორ იხსენებს ის ამ ეპიზოდს: "შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩემს იმედგაცრუებას საზღვარი არ ჰქონდა. მე მოვუწოდე თანაგუნდელებს მივსულიყავით ჩვენი ფანების სექტორთან და მათთვის მხარდაჭერის გამო მადლობა გვეთქვა. როცა ტრიბუნებს მივუახლოვდი, გავიგონე, რომ ერთ-ერთი მათგანი გუნდს ურცხვად ლანძღავდა.

მხოლოდ ის შევეცადე, ამეხსნა, რომ ასეთ მძიმე მომენტში ჩვენ მისგან მხოლოდ გამხნევებას ველოდით და არა შეურაცხყოფას. როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები და მიმართვის ტონი არ იყო
სათანადოდ შერჩეული.

ვაღიარებ, სათქმელი შემეძლო უფრო თავშეკავებულად გადმომეცა. ისღა დამრჩენია, არანორმატიული ლექსიკის გამო, კონკრეტულ გულშემატკივარს, თუ მას საერთოდ შეიძლება ეწოდოს გულშემატკივარი, ბოდიში მოვუხადო. მე ნამდვილად არ მქონია განზრახვა მისთვის ან მის გარშემომყოფთათვის ვნება მიმეყენებინა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული