"ლიბერთი სთედიუმის" ტრიბუნებზე მოკალათებულმა ფანმა მასთან მიახლოებულ "მეთოფეებს" უხეშად მიმართა და წაგების გამო უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც ვეტერანის (ანრი 34 წლისაა) განრისხება და არანორმატიული ლექსიკის გამოყენება მოჰყვა, რის გამოც მეორე დღეს ბოდიშის მოხდა მოუწია. ამ მოვლენას "დეილი მეილის" მესვეტე მარტინ სამუელი გამოეხმაურა. აი, რა დაწერა მან:
"ტიერი ანრიმ ლონდონი 2007 წელს დატოვა, რადგან "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობდა. რა მოტივიც არ უნდა ჰქონოდა, მან ახალი კლუბი მოძებნა,
ვერანაირი ფინანსური მოტივი თუ გუნდის წარუმატებლობა ვერ აიძულებს მათ განუდგნენ საკუთარ რწმენას. დიახ, როცა იმედგაცრუებულები არიან გულშემატკივრებს ხანდახან ზედმეტი მოსდით, ხანდახან თავსაც გაბეზრებენ და ათასგვარ სისულელესაც ყვირიან ტრიბუნებიდან, მაგრამ ეს ყველაფერი მათი გულებიდან მოდის და ლოგიკურია, რომ მათი ტექსტები არ არის ისეთი "დაწმენდილი", როგორიც ანრის. ფრანგის ლექციები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ტრიბუნებზე, გულშემატკივრებს ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ.
არა აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის ის, "ემირიტსის" საკულტო ფიგურისგან თუ არა. ტიერი ანრის არ აქვს უფლება მოითხოვოს ლოიალურობა იმათგან, ვისი ფრჩხილის ფასიც თავად სულ არ არის.
ამ ადამიანებს არ მიუტოვებიათ გუნდი ორი უტიტულო სეზონის შემდეგ. ყველა მოხარულია, რომ ანრი თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ დაუბრუნდა ინგლისურ ფეხბურთს, მაგრამ ის ნამდვილად არ არის უფრო მეტი, ვიდრე მგზავრი, რომელსაც რეისიდან რეისამდე დრო აქვს და ამიტომ შემოიხედა დასათვალიერებლად. მისი მთავარი სამუშაო ამერიკაშია. ის ამ გუნდში პირველი ყვავილების ამოსვლასაც არ დაელოდება, ისინი კი, ვინც მან ასე გალანძღა, დარჩებიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"