შეხვედრას რომ განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს, ამაზე მკითხველს უკვე ვესაუბრეთ და აღარ გავიმეორებთ. უბრალოდ შემოგთავაზებთ, თუ რა განწყობაა აღნიშნული გუნდების ბანაკებში დაპირისპირების წინ.
გარეთ ბეილი (ტოტენჰემი): "ეს დიდი მატჩი იქნება, რომელსაც მთელი "ტოტენჰემი" მოუთმენლად ელოდება. არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ "სიტისთან" მოგების იმედი არ გვქონდეს. ბუნებრივია, გვესმის, რომ მეტოქე ძალიან ძლიერია და მას უამრავი ვარსკვლავი ჰყავს.
მანჩინიმ რა შემადგენლობაც არ უნდა უნდა გამოიყვანოს ჩვენს
ჯოლეონ ლესკოტი (მანჩესტერ სიტი): "ტოტენჰემს" დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პრემიერლიგაში გამარჯვების პრეტენდენტთა შორის მას ვერ ვხედავ. მთავარი მეტოქე ამ გზაზე ჩვენთვის "მანჩესტერ იუნაიტედია" და მხოლოდ იმიტომ არა, რომ ისინი ცხრილში მეორე ადგილზე დგანან. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბრძოლაში ჩართვა გამოცდილების წყალობით "ჩელსიმ" და არსენალმაც" შეძლონ".
აქვე გეტყვით, რომ 22-ისთვის "დეზებს" წამყვანი ფეხბურთელები, ცენტრალური მცველი, კაპიტანი ლედლი კინგი და საყრდენი ნახევარმცველი სანდრო დაუბრუნდებიან. ფეხბურთელებმა გუშინ გუნდთან ერთად უკვე განაახლეს ვარჯიში. შეგახსენებთ, რომ კინგმა მუხლის ტრავმის გამო ბოლო ექვსი თამაში გამოტოვა, სანდრომ - სამი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"