ფეხბურთელი ნისლიან ალბიონს სწორედ სისხამ დილას ეწვია, გაიარა სამედიცინო შემოწმება და ჩრდილოინგლისურ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. სისე სენეგალის ნაკრების მოსამზადებელ შეკრებას იმავე დღეს დაუბრუნდა. რა დაჯდა ტრანსფერი, ამ თემაზე მხარეები დუმილს ამჯობინებენ.
"დეილი მეილი" ვარაუდობს, რომ "კაჭკაჭებს" ფეხბურთელში მინიმუმ 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდათ. გამოცემა წერს, რომ ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ნაკრებში მისმა პარტნიორმა დემბა ბამ. პაპის დემბამ ბრაისგაუელთა შემადგენლობაში 2.5 წელიწადი გაატარა. ამ პერიოდში მან 65
სწორედ ამ ნომრით თამაშობდნენ თავის დროზე "სენტ ჯეიმს პარკზე" ალან შირერი და ენდი კეროლი. ფეხბურთელმა მცირე კომენტარი კლუბის ვებგვერდს მისცა: "მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი იქნება "ნიუკასლში" გამოსვლა. დებიუტს მოუთმენლად დაველოდები. ვეცდები, მწვრთნელების და გულშემატკივრების ნდობა ბოლომდე გავამართლო. იმედი მაქვს, გულშემატკივრებს ოდესმე მიეცემათ ჩემით სიამაყის საფუძველი. კარგად მესმის, რამხელა პასუხიმგებლობაა "ნიუკასლში" 9 ნომრით თამაში. სწორედ ამიტომ კლუბის ისტორიის პატივისცემა მმართებს".
ფერგის ახალი კონტრაქტი
გოალ.ქომ-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სერ ალექს ფერგიუსონს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. რა ხანგრძლივობის იქნება ახალი ხელშეკრულება უცნობია. "ეშმაკები" უბერებელ შოტლანდიელს ანაზღაურებას უზრდიან. 70 წლის სპეციალისტი წელიწადში 6,5 მილიონ ფუნტს მიიღებს, ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემთხვევაში კი ბონუსის სახით დამატებით 1 მილიონს დაიმსახურებს. თუკი ფერგი ამ პირობებს დათანხმდება, ის დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძვირადღირებული მწვრთნელი გახდება. ამჟამად სერ ალექსი წელიწადში 4,5 მილიონს შოულობს. ყველაზე მაღალი ხელფასი კუნძულზე "არსენალის" დამრიგებელ არსენ ვენგერს აქვს - წელიწადში 6 მილიონი ფუნტი.
კარაგერი: ჩემი როლი შეიცვალა
"ლივერპულის" ვიცე-კაპიტნის ჯეიმი კარაგერის თქმით, მას ესმის, რომ გაუჭირდება ოდესმე კიდევ იყოს მშობლიური კლუბის წამყვანი ფეხბურთელი, მაგრამ აღიარებს, რომ ეს ობიექტური გარემოებების გამო ხდება და ეს როლი არ აშინებს. აი, რას ამბობს ის: "ჩემი კონკურენტები შკრტელი და აგერი მშვენივრად ირჯებიან. პირადად თამაში ყოველთვის მინდა და ვიცი, რომ მწვრთნელი ჩემგან სხვას არც არაფერს ელის, მაგრამ ჩემი როლი შეიცვალა. ვალდებული ვარ, მწვრთნელის არჩევანსა და თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემს ადგილას თამაშობენ, პატივი ვცე. განვლილი წლების განმავლობაში კლუბმა ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა.
სწორედ ამიტომ არ ვაპირებ წუწუნს და ვინმესთან ჩხუბს. ვალდებული ვარ, პროფესიონალი ვიყო და ჩემს შანსს დაველოდო. მით უფრო, რომ უკვე აღარ ვარ იმ კონდიციაში, რომ ყველა მატჩი თავიდან ბოლომდე ვითამაშო".
არსენალის პლუს-მინუსი
22 იანვარს პრემიერლიგის 22-ე ტურში "ემირიტსზე" ერთმანეთს "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. სამწუხაროა, მაგრამ "მეთოფეებს" შეიძლება ტიერი ანრი დააკლდეთ, რომელმაც ოთხშაბათის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო. რამდენად სერიოზულია ფრანგი ვეტერანის დაზიანება, ჯერჯერობით, უცნობია.
სამაგიეროდ მასპინძლებს ორი წამყვანი ფეხბურთელის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. ესენი არიან ტომას ვერმაელენი და მიკელ არტეტა. ბელგიელსაც და ესპანელსაც სხვადასხვა სიმძიმის მუხლის ტრავმები აწუხებდათ, თუმცა სრული დატვირთვით ვარჯიშს უკვე შეუდგნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"