პირველ ტაიმში ხან ერთი მხარე ამწვავებდა მატჩს, ხან - მეორე, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. საერთო ჯამში მცირე უპირატესობას მასპინძელი ფლობდა. შეხვედრას საყურებლად არა უშავდა, თუმცა გულშემატკივარს მთავარი სანახაობა თურმე წინ ელოდა.
მეორე ტაიმი "ტოტენჰემის" კონტრშეტევებით განახლდა. 53-ე წუთზე გარეთ
ორიოდე წუთში კუთხურისას ლესკოტს ბედმა გაუღიმა, როცა ჯეკოს მიერ თავით მოგებული ბურთი შეაგდო. ბურთი სკოტ პარკერს ტანქვეშ გაუძვრა - 2:0.
თითქოს სტუმარი ნოკდაუნში უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ არა - ჰარი რედნაპის ბიჭებმა მალე გამოიღეს ხელი. ჯერ ჯერმეინ დეფომ ისარგებლა სტეფან სავიჩის შეცდომით და მოატყუა რა ჯო ჰარტი ცარიელ კარში შეაგდო - (2:1), შემდეგ ლენონმა გაარღვია დაცვა, ბეილს ცენტრისკენ დაუგორა და უკანასკნელმა ჯადოსნური მარცხენათი ჰარტს საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთი შორეულ მაღალ კუთხეში ჩაუხვია (2:2).
ეს ყველაფერი 5 წუთის ინტერვალით მოხდა. ბოლო წუთებში "ტოტენჰემი" უფრო აქტიური იყო. მას გოლის გატანაც მართებდა, მაგრამ "დეზებს" ბედმა უმუხთლა. მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე მარიო ბალოტელიმ ლედლი კინგს წესები საჯარიმოში დაარღვევინა. ჰოვარდ ვებმა თერთმეტმეტრიანისკენ მიუთითა. დაზარალებულ იტალიელს ბრედ ფრიდელმა კუთხე გამოუცნო, მაგრამ, რად გინდა - 3:2.
"ქალაქელთათვის" ბალოტელის გოლი მე-60 იყო სეზონში. მათ ზუსტად ამდენჯერ შეძლეს თავის გამოჩენა წინა სეზონის განმავლობაში, ასე რომ, რობერტო მანჩინის გუნდის პროგრესი თვალში საცემია.
ტურის მეორე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა "ემირიტსზე" შედგა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩავიდა საასპარეზოდ. "ეშმაკები" მოედანზე უფრო მონდომებულები გავიდნენ, რადგან "სიტის" მოგება მათ სხვა გზას უბრალოდ არ უტოვებდა.
პირველი ტაიმი ძირითადად სტუმართა შეტევებით წარიმართა. ფილ ჯონსის ტრავმის გამო კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ეს ანტონიო ვალენსიამ გააკეთა. მეორე ნახევარში "არსენალი" გააფთრებული ეკვეთა მეტოქეს. საწყისი 12 წუთის განმავლობაში "მეთოფეებმა" 4 სახიფათო მომენტი შექმნეს. უნდა გამოვყოთ რობინ ვან პერსის მიერ გაფუჭებული ბურთი. მან 9-10 მეტრიდან ვერ გაიტანა, არადა ხელს უკვე აღარავინ უშლიდა.
სამაგიეროდ, ჰოლანდიელმა 71 წუთზე ფხა ბევრად უფრო რთულ სიტუაციაში გამოიჩინა და ანდერს ლინდეგორს კუთხიდან გაუტანა. მასპინძელთა ფითილი არც ამის მერე განელებულა. თუმცა გოლი სწორედ მათ კარში გავიდა. ვალენსიამ ანდრეი არშავინი ორჯერ მოატყუა და იქვე დენი უელბეკს დაუგორა. ახალგაზრდა ფორვარდის დარტყმა ძალიან ძლიერი იყო. ვოიცეხ შჩესნის აღების შანსი ნამდვილად არ ჰქონდა. "არსენალმა" ამის მერე გათანაბრება კიდევ რამდენჯერმე სცადა, მაგრამ არც ნიკლას იენარისის დრიბლინგს, არც ლორან კოშელნის შეტევაში ჩართვას შედეგი არ მოუტანია. მანჩესტერულ გრანდებს შორის სტატუს-კვო შენარჩუნდა.
22-ე ტური "ნორვიჩი"-"ჩელსის" დაპირისპირებით გაიხსნა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ტაიმში გუნდებს თამაშის წესი ერთხელაც არ დაურღვევიათ (!), რაც აბსოლუტური რეკორდია, ყოველ შემთხვევაში პრემიერლიგის ისტორიაში. "ლურჯებმა" შეტევაში უკბილოდ ითამაშეს და მეტოქეს უგოლოდ გაეყარნენ. "ნორვიჩმა" სეზონში პირველად შეძლო კარის მშრალად შენახვა.
შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო, თუმცა ბურთი მე-6 წუთზე კინაღამ მათ კარში გავიდა. პეტრ ჩეხი ენტონი პიკლინგტონის დარტყმას გაუმკლავდა. "იადონების" ("ნორვიჩის" მეტსახელია) შუახაზელმა გრანტ ჰოლტმა მე-10 წუთზე ანგარიშის გახსნის კიდევ ერთი შანსი გაუშვა ხელიდან. პოლ ლამბერტის შეგირდებს უპირატესობა კიდევ რამდენიმე წუთით ეპყრათ ხელთ.
26-ე წუთზე გატანა ფერნანდო ტორესს შეეძლო, თუმცა ჯონ რადი მის ეშმაკურ დარტყმას მომზადებული დახვდა. 37-ეზე "ლურჯებიდან" ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა ფრენკ ლემპარდი. მოედანზე მის ნაცვლად ფლორან მალუდა შევიდა. მე-60 წუთზე ტორესი ვალდებული იყო პენალტის ნიშნულის სიახლოვიდან შეეგდო, მაგრამ არ გაუმართლა. ორიოდე წუთში ხუან მატას უნდა გაეტანა, მაგრამ რადმა ისევ ბრწყინვალედ ითამაშა. ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდი თამაშის ბოლომდე ვერაფერს გახდა.
"ლივერპულმა" კიდევ ერთი სირცხვილი ჭამა. "სტოკთან" შინ ნულოვანი ფრეს შემდეგ კენი დალგლიშის შეგირდებმა ბოლტონის "რიბოკ სტედიუმზე" წაიფორხილეს. ოუენ კოილის ზუსტად იმ თერთმეტმა ბიჭმა, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედთან" უშანსოდ წააგო (0:3), "ლივერპულს" ქულაზე ოცნების უფლებაც კი არ მისცა და ენფილდელთა ერთ დროს ნაქებ დაცვას სულ კუდით ქვა ასროლინა.
სტუმრებს რეტი მალე დაესხათ თავს - უკვე მე-3 წუთზე. მარკ დევისმა ცოტა არასტანდარტულად ითამაშა - ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და თავხედურად შეიჭრა შიგნით. მართალია, მცველებმა სცადეს ბურთის დაბლოკვა, მაგრამ ვერ მოასწრეს - 1:0. "ლივერპულმა" საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა. ის იყო, სრული უპირატესობა უნდა ჩაეგდო ხელთ, რომ "ბოლტონმა" მეორედ შეაგდო. კრის იგლზის ჩაწოდების შემდეგ ნაიჯელ რეო-კოკერმა პეპე რეინას ახლო მანძილიდან შანსი არ დაუტოვა. სად იყვნენ ამ დროს ცენტრალური მცველები, ვერ მოგახსენებთ. 37-ეზე ენდი კეროლის თავური პასის შემდეგ კრეიგ ბელამი მცველებს იოლად გაექცა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 2:1.
მასპინძელმა მეორე ტაიმი ისევ კონცენტრირებულმა დაიწყო და მალე კიდევ ერთხელ შეაგდო. 50-ე წუთზე მარტინ პეტროვის კუთხურს დევიდ უიტერი თავით შესწვდა და გრეტარ სტეინსონს დაუგდო. 30 წლის ისლანდიელისთვის 8-9 მეტრიდან გატანა პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენდა. მერსისაიდელები შოკში ჩავარდნენ.
მატჩის ბოლომდე ადამ ბოგდანის კარის აღება მხოლოდ დანიელ აგერმა სცადა, მაგრამ დანიელის უშორესი დარტყმა ხარიხას მოხვდა. შეიძლება ამაზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია, მაგრამ გვეჩვენება, რომ დალგლიში ჩემპიონთა ლიგის საგზურზე ოცნებას უნდა შეეშვას.
თუ ამას თამაში ჰქვია, შაბათს ითამაშა "ნიუკასლმაც". "კაჭკაჭები" "ქრეივენ კოტეჯზე" პირწმინდად განადგურდნენ. ტომას კრულის კარში გატანილი ბურთების აღწერას არ შევუდგებით, უბრალოდ გეტყვით, რომ მარტინ იოლის ბიჭები გამოცდილი სნაიპერებივით მოქმედებდნენ. მათ მიერ კარის ჩარჩოში გაშვებულ 9 ბურთს 5 გოლი მოჰყვა. შეხვედრის მთავარი გმირი ამერიკელი კლინტ დემპსი გახდა, ვინც პრემიერლიგაში თავისი პირველი ჰეთთრიკი შეასრულა.
ინგლისის პრემიერლიგა. XXII ტური
ნორვიჩი-ჩელსი 0:0
ნორვიჩი (4-4-2): რადი - აიალა, მარტინი, ნოუტონი, უითბრედი - ფოქსი (79. კროფტსი), პიკლინგტონი, ბ. ჯონსონი, სურმანი (90. ბენეტი) - გ. ჰოლტი, მორისონი (79. ჯექსონი)
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ტერი, ლუისი, კოული, ბოსინგვა - მეირელეში (79. ესიენი), ლემპარდი (37. მალუდა), რამირესი - მატა, ტორესი (77. ლუკაკუ), სტარიჯი
კუთხური: 1-11, ჯარიმა: 5-6, თამაშგარე: 0:0 კარში დარტყმა: 6-20(2-6), ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 26 792
ევერტონი-ბლექბერნი 1:1
ევერტონი (4-4-1-1): ჰოვარდი - ბეინსი, ჰეიტინგა, დაფი, ფ. ნევილი - ფელაინი, გიბსონი (87. სტრაკალურსი), კეჰილი, ანიჩებე (80. ველიოსი), დონოვანი, საა (55. დრენტე)
ბლექბერნი (4-1-4-1): რობინსონი - ოლსონი, ს. დანი, ჟივე, ლოუი - ნზონზი - პედერსენი, პეტროვიჩი, დ. დანი (60. ფორმიკა), ჰოილეტი - გუდვილი (76. მოდესტი)
გოლები: 1:0 ტ. კეჰილი (24), 1:1 გუდვილი (72)
გაფრთხილება: გიბსონი, დრენტე - პეტროვიჩი, ჰოილეტი
კუთხური: 5-8, ჯარიმა: 15-14, თამაშგარე: 1:1 კარში დარტყმა: 15-16(5-4), ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 33 464
ფულჰემი-ნიუკასლი 5:2
ფულჰემი (4-4-1-1): სტოკდეილი - ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე, ს. კელი - სიდუელი (37. ე. ჯონსონი), მერფი, დ. დაფი, რუისი (46. ბეირდი) - დემპსი (90. კ. ფრეი) - ზამორა
ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი, სიმპსონი - გატრი (76. პერჩი), კაბაი (83. გოსლინგი) ხონასი, ბენ არფა - ამეობი, ბესტი (85. რ. ტეილორი)
გოლები: 0:1 გატრი (43), 1:1 დ. მერფი (52) პენ, 2:1 დემპსი (59), 3:1 დემპსი (65), 4:1 ზამორა (68)პენ, 4:2 ბენ-არფა (85), 5:2 დემპსი (89)
გაფრთხილება: - სანტონი, გატრი, სიმპსონი, კრული
კუთხური: 2-6, ჯარიმა: 11-13, თამაშგარე: 8:4 კარში დარტყმა: 12-17(9-8), ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 25 692
ქუინზ პარკი-უიგანი 3:1
ქუინზ პარკი (4-4-2): კენი - ლ. იანგი, ჰოლი, ა. ფერდინანდი, ჰილი - ბუჟაკი (83. დერი), ბარტონი, რაიტ-ფილიპსი, მაკი - ჰელგუსონი, კემპბელი (46. ტ. სმიტი)
უიგანი (4-5-1): ალ-ჰაბსი - გოჰური, კოლდუელი, ბოისი (69. სტამი), ფიგეროა - გომესი (61. კრუსატი), მაკარტი, უოტსონი, მაკარტური (46. სემონი), მოზესი - როდალიეგა
გოლები: 1:0 ჰელგუსონი (33) პენ, 2:0 ბუჟაკი (45), 2:1 როდალიეგა (66), 3:1 ტ. სმიტი (81)
73-ე წუთზე ჰელგუსონმა ვერ გაიტანა პანალტი
გაფრთხილება: ბარტონი, ლ. იანგი - მაკარტი, გოჰური
კუთხური: 7-1, ჯარიმა: 11-19, თამაშგარე: 1:1 კარში დარტყმა: 19-9(7-2), ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 16 002
სტოკ სიტი-ვესტ ბრომვიჩი 1:2
სტოკ სიტი (4-4-2): სორენსენი - ჰუთი, შოუკროსი, უილსონი, ვუდგეიტი (52. ჯ. პენანტი) - შოტონი (78. ჯერომი), უილანი, დელაპი (88. უილკინსონი), ეზერინგტონი - კრაუჩი, უოლტერსი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - ოლსონი, მაკაული, შორი, ტამაში - დორანსი, მულუმბუ, ჯ. ტომასი (90. დოუსონი), ჯ. მორისონი - ფორჩუნი (83. ლონგი), კოკსი (87. ჩოი)
გოლები: 0:1 ჯ მორისონი (35), 1:1 ჯერომი (86), 1:2 დორანსი (90)
72-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა უოლტერსმა
გაფრთხილება: არ ყოფილა
კუთხური: 5-1, ჯარიმა: 10-11, თამაშგარე: 0:2 კარში დარტყმა: 12-16(2-5), ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 26 865
სანდერლენდი-სუონსი 2:0
სანდერლენდი (4-4-2): მინიოლე - ოში, ე. ბრაუნი, ფ. ბერდსლი, კ. რიჩარდსონი - ვონი (78. გარდნერი), ლ. კატერმოლი, მაკლინი, ს. ლარსონი (89. ელ მუჰამადი) - ს. სესინიონი, ბენდტნერი (12. უიკჰემი)
სუონსი (4-3-2-1): ვორმი - ე. უილიამსი, კოკლერი, ნ. ტეილორი, რანხელი - ბრიტონი (78. რუტლეჯი), ს. სინკლერი, ნ. დაიერი - ჯ. ალენი, სიგურდსონი (66. მაკიხრანი) - გრემი
გოლები: 1:0 სესინიონი (14), 2:0 გარდნერი (85)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კუთხური: 2-4, ჯარიმა: 9-6, თამაშგარე: 1:0 კარში დარტყმა: 15-16(3-3), ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 36 904
ვულვერჰემპტონი-ასტონ ვილა 2:3
ვულვერჰემპტონი (4-2-3-1): ჰენესი - ბერა, რ. ჯონსონი, ფოლი (90. ებანს ბლეიკი), უორდი - ფრიმპონგი (59. მილიაში), ჰენრი - დ. ედვარდსი (82. სტირმენი), ჯერვისი, კაიტლი - ს. ფლეტჩერი
ასტონ ვილა (4-4-2): გივენი - რ. დანი, კოლინზი, კლარკი, ჰატონი - გარდნერი (87. ბენანი), პეტროვი, ოლბრაიტონი, აგბონლაჰორი (46. ს. უორნოკი) - კინი (90. ვაიმანი), ბენტი
გოლები: 0:1 ბენტი (11) პენ, 1:1 კაიტლი (21), 2:1 ედვარდსი (31), 2:2 კინი (51), 2:3 კინი (85)
გაფრთხილება: კაიტლი
გაძევება: ჰენრი 74 (ვულვერჰემპტონი)
კუთხური: 13-3, ჯარიმა: 12-10, თამაშგარე: 0:1 კარში დარტყმა: 13-13(6-4), ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 27 084
ბოლტონი-ლივერპული 3:1
ბოლტონი (4-4-1-1): ბოგდანი - სტეინსონი, ნაიტი, უიტერი, ს. რიკეტსი - იგლზი (90. თ. შანლი), რეო-კოკერი, მ. პეტროვი, მუამბა - მ. დევისი - ნგოგი (88. კ. დევისი)
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ხ. ენრიკე - ჯერარდი, ჰენდერსონი, ჩ. ადამი (64. დაუნინგი), მ. როდრიგესი (64. კუიტი), ბელამი - კეროლი
გოლები: 1:0 მ. დევისი (3), 2:0 რეო კოკერი (29), 2:1 ბელამი (37), 3:1 სტეინსონი (50)
გაფრთხილება: - ხ ენრიკე, კუიტი
კუთხური: 5-5, ჯარიმა: 10-15, თამაშგარე: 0:5 კარში დარტყმა: 16-11(5-5), ბურთის ფლობა: 39%-61%
მაყურებელი: 26 854
მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი 3:2
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - რიჩარდსი, სავიჩი, ლესკოტი, კლიში - მილნერი, ბერი, ნასრი - დ. სილვა, აგუერო, ჯეკო (65. ბალოტელი)
ტოტენჰემი (4-4-1-1): ფრიდელი - უოლკერი, კაბული, კინგი, ასუ-ეკოტო - ბეილი, ლენონი, მოდრიჩი, პარკერი, ვან დერ ვაარტი - დეფო
გოლები: 1:0 ნასრი (56), 2:0 ლესკოტი (59), 2:1 დეფო (60), 2:2 ბეილი (65), 3:2 ბალოტელი (90)
გაფრთხილება: კლიში, ბალოტელი - პარკერი
კუთხური: 9-4, ჯარიმა: 10-9, თამაშგარე: 1:2 კარში დარტყმა: 9-9(4-3), ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 47 422
არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2
არსენალი (4-3-3): შჩესნი - ჯურუ (46 იენარისი), მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმალენი, რემსი (84. პაკ ჩუ იანგი), სონგი, როსიცკი, უოლკოტი, ვან პერსი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (74. არშავინი)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-1-1): ლინდეგორი - სმოლინგი, ჯონსი (17. რაფაელი - 76. ჟი სუნ პარკი), ევანსი, ევრა - ვალენსია, კერიკი, გიგზი, ნანი (75. სქოულზი) - რუნი - უელბეკი
გოლები: 0:1 ვალენსია (45), 1:1 ვან პერსი (71), 1:2 უელბეკი (81)
გაფრთხილება: რემსი, კოშელნი, პან პერსი, როსიცკი, სონგი - რაფაელი, ევრა
კუთხური: 0-5, ჯარიმა: 15-6, თამაშგარე: 0:4 კარში დარტყმა: 14-9(3-6), ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 60 093
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 22 17 3 2 60-18 54
2. იუნაიტედი 22 16 3 3 54-21 51
3. ტოტენჰემი 22 14 4 4 41-24 46
4. ჩელსი 22 12 5 5 40-25 41
5. არსენალი 22 11 3 8 39-33 36
6. ნიუკასლი 22 10 6 6 32-30 36
7. ლივერპული 22 9 8 5 25-21 35
8. სტოკ სიტი 22 8 6 8 23-33 30
9. ნორვიჩი 22 7 8 7 32-36 29
10. სანდერლენდი 22 7 6 9 29-24 27
11. ასტონ ვილა 22 6 9 7 26-29 27
12. ფულჰემი 22 6 8 8 28-31 26
13. სუონსი 22 6 8 8 23-27 26
14. ევერტონი 22 7 5 10 22-26 26
15. ვესტ ბრომვ. 22 7 4 11 22-31 25
16. ქუინზ პარკი 22 5 5 12 22-37 20
17. ბოლტონი 22 6 1 15 28-47 19
18. ბლექბერნი 22 4 6 12 33-45 18
19. ვულვერჰემპ. 22 4 6 12 25-40 18
20. უიგანი 22 3 6 13 19-45 15
ბომბარდირები
19 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 15 - დემბა ბა (ნიუკასლი), 14 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12 - იაკუბუ (ბლექბერნი), 11 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), 9-9 - დენიელ სტარიჯი, ფრენკ ლემპარდი (ორივე ჩელსი), ს. ფლეტჩერი (ვულვერჰემპტონი), ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი)
მომდევნო ტური
31 იანვარი: სუონსი-ჩელსი, ტოტენჰემი-უიგანი, ვულვერჰემპტონი-ლივერპული, ბოლტონი-არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი-სტოკ სიტი, სანდერლენდი-ნორვიჩი
1 თებერვალი: ასტონ ვილა-ქუინზ პარკი, ბლექბერნი-ნიუკასლი, ევერტონი-მანჩესტერ სიტი, ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"