22-ე ტურის შეხვედრაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ შეხვედრის 57-ე წუთზე მას სტილიან პეტროვის მიერ ბურთისთვის მოქნეული ფეხი მოხვდა და ყბა გაუტეხა. პრიმპონგი სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას დიაგნოზი მალევე დაუსვეს.
ემანუელს საუკეთესო შემთხვევაში 3 თვის გამოტოვება მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ფრიმპონგი "ვულვზში" სულ ახლახან "არსენალიდან" იჯარის წესით გადავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"