ახალი სკანდალი ლონდონის "ჩელსიში"?

AutoSharing Option
როგორც "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, პოლიციამ "ნორვიჩთან" მატჩის დასრულების შემდეგ ლონდონური გრანდის ნასვამი გულშემატკივრები რასისტული ლოზუნგების ყვირილში შეამჩნია, რის გამოც სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

კლუბი აცხადებს, რომ მზადაა ითანამშრომლოს პოლიციასთან და ეჭვმიტანილების ვინაობის დასადგენად ყველაფერი გააკეთოს, რათა ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ.

"კლუბი და გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა მართებულად მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი უნდა იყოს," - ნათქვამია განცხადებაში. ამ ინფორმაციას ეხმაურება "დეილი მეილიც", რომელიც ამტკიცებს, რომ სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ეჭვმიტანილი იმავე საღამოს ლონდონისკენ მიმავალ მატარებელში დააკავეს.

დაბოლოს, გეტყვით, რომ
"ჩელსის" 24 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ჯონ ობი მიკელმა ფეხის ტრავმა გაიმიზეზა და გუნდს კვლავ დიდი ხნით ჩამოშორდება. ექიმების თქმით, რეციდივი იმით იყო გამოწვეული, რომ ფეხბურთელმა დატვირთვა იმაზე ადრე მიიღო, ვიდრე ეს მათ მიერ იყო რეკომენდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული