"ლივერპულს" ლუკას ლეივა დაბრუნდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" 25 წლის ბრაზილიელმა საყრდენმა ლუკას ლეივამ 29 ნოემბერს "ჩელსისთან" ლიგის თასის 1/4-ფინალურ შეხვედრაში მუხლის მყესები გაიწყვიტა.

ფეხბურთელმა ოპერაცია სამშობლოში გაიკეთა და მკურნალობის პირველი ეტაპიც იქვე გაიარა. გუშინ ის ლივერპულში დაბრუნდა. აღდგენით პროცესს ამიერიდან კლუბის ექიმები გაუწევენ მეთვალყურეობას. შეგახსენებთ, რომ ლუკასი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული