ფრენკ ლემპარდი ცოტას დაისვენებს

AutoSharing Option
22-ე ტურში "ნორვიჩთან" მატჩში 33 წლის ფრენკ ლემპარდმა ტრავმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიიღო. ექიმებმა მას ორშაბათს გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ მას მუხლის მყესები ოდნავ აქვს დაჭიმული და უმჯობესი იქნება, თუკი ფეხბურთელი 4-5 დღე დაისვენებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ფრენკი "არისტოკრატებს" "ქუინზ პარკთან" ასოციაციის თასის მე-4 ეტაპის მატჩს დააკლდება. მაქსიმუმ, "სუონსისთან" მას პრემიერლიგის მატჩის გამოტოვებაც მოუხდეს. ლემპარდი აუცილებლად დაუბრუნდება გუნდს 5 თებერვალს "მანჩესტერ იუნაიტედთან" უპრინციპულეს დაპირისპირებაში.

აღნიშნულ სათასო დაპირისპირებას მთელი ინგლისი სულმოუთქმელად ელოდება, რადგან პირველი წრის შეხვედრაში (1:0) 23
ოქტომბერს ჯონ ტერისა და ანტონ ფერდინანდს შორის დიდი დაპირისპირება მოხდა.

რიო ფერდინანდის უმცროსმა ძმამ "ჩელსის" კაპიტანს რასიზმში დასდო ბრალი, მეგონა, რომ ასეთი რამ თანამედროვე მსოფლიოში უკვე წარმოუდგენელი იყოო, გულუბრყვილო სახით აცხადებდა "ქუინზ პარკის" ცენტრალური მცველი.

"ქუინზ პარკის" ხელმძღვანელობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც გამოთქვა იმედი, რომ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ექნება და ისინი მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს ხელსაც კი ჩამოართმევენ. თავად კლუბი კი ყველაფერს გააკეთებს, რომ "ლოფტუს როუდზე" მატჩმა მაქსიმალურად მშვიდ გარემოში ჩაიაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული