ბრიტანეთი ჰარი რედნაპის წინაააღმდეგ

AutoSharing Option
ორშაბათს ჰარი რედნაპისა და მილან მანდარიჩის საქმეზე სასამართლოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელმაც პატივცემული ჯენტლმენების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო.

საქმე 2002 წელს რედნაპის "პორტსმუთში" მუშაობის დროს მათ მიერ სატრანსფერო საქმეების წარმოებისას მიღებული შემოსავლებიდან გადასახადების გადაუხდელობას ეხება.

რედნაპს "პორტსმუთთან" გაფორმებული ხეშეკრულებით, სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას 10% ეკუთვნოდა, მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კი - 5. რომ არა ეს ფაქტორი, რედნაპს გარეთ ამდენ ხანს არავინ გააჩერებდა. ახლა კი ის ვთქვათ, რაშია საქმე...

გამოძიების მტკიცებით, 2002 წელს რედნაპმა "ფრეტონ პარკიდან" პიტერ კრაუჩი
"ასტონ ვილაში" 5 მილიონად გაუშვა. ტრანსფერის განხორციელებიდან რამდენიმე დღეში მონაკოს ერთ-ერთ ბანკში ანგარიში როზი 47-ის (როზი რედნაპის ძაღლს ერქვა, 47 წელში კი თავადაა დაბადებული) სახელზე გაიხსნა და მანდარიჩმა მასზე ოფშორული კომპანიის გავლით 189,5 ათასი ფუნტი გადარიცხა. გამოძიება ვარაუდობს, რომ პრეზიდენტმა და მწვრთნელმა ამ გზით მიღებული შემოსავლებიდან სახელმწიფოს კუთვნილი შემოსავლები დაუმალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული