"კარდიფის" ფეხბურთელებს ამ ფაქტმა ძალები შემატა. პირველი 15-20 წუთის განმავლობაში მათ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ. შემდეგ ზეწოლა ცოტათი შემცირდა, მაგრამ საერთო ჯამში უელსელთა უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.
ერთადერთი რაზეც "კრისტალ პალასს" ფიქრის დრო რჩებოდა, ეს თავდაცვა იყო. ტაიმის მიწურულს კენი მილერს ლონდონელთა კარის აღების 2 მშვენიერი შანსი შეექმნა. მან კარს ჯერ სანტიმეტრებით ააცილა, შემდეგ
სპერონიმ პიტერ უიტინჰემს საჯარიმო დარტყმა აუღო, პადი მაკარტიმ კი სტივენ მაკფეილის თავური კარის ხაზიდან გამოიტანა. არბიტრმა ჰოვარდ ვებმა 78-ე წუთზე ირლანდიელი მაკარტი (არაფერი შეგვშლია, მაკარტი ირლანდიელია) მილერის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მინდვრიდან მიაბრძანა.
რაზეც ლონდონელებმა იმით უპასუხეს, რომ ყრუ დაცვაზე გადავიდნენ და საქმის პენალტების სერიამდე მითრევა განიზრახეს. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ შექმნეს, სტუმრებმა ეს მაინც მოახერხეს.
პენალტების სერია უელსელებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო. გუნდის ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა კენი მილერმა კარს ააცილა, მაგრამ 120 წუთის განმავლობაში უსაქმოდ მდგარმა ტომ ჰიტონმა თანაგუნდელებს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა - ჯერმეინ ისტერსა და შონ სკანელის პენალტები აუღო.
"ქარლინგის თასის" ფინალში "კარდიფ სიტის" მეტოქე "ლივერპული"-"მანჩესტერ სიტის" წყვილის გამარჯვებული იქნება. სხვათა შორის, აღნიშნული სახელით თასი უკანასკნელად თამაშდება. 2012/13 წლების სეზონიდან ამ გათამაშებას სხვა გენერალური სპონსორი ეყოლება.
კარდიფ სიტი-კრისტალ პალასი 1:0 (0:1) პენ 3:1
კარდიფ სიტი: ჰიტონი, ბლეიკი (80. მაკნოტონი), ჯერარდი, ტერნერი, ტეილორი, მაკფეილი (83. კისი), უიტინგემი, გუნარსონი, კაუი (103. გესტედე), კონვეი, მილერი
კრისტალ პალასი: სპერონი, კლაინი, მაკარტი, გარდნერი, პარი, დიკგაჩოი, იედინაკი, ემბროუზი (79. მაშეინი), მარტინი (75. სკანელი), ზაჰა, მიურეი (83. ისტერი)
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 გარდნერი (7) სკ-ში
გაძევება: მაკარტი (კრისტალ პალასი) 78
პენალტების სერია: მილერი 0:0 (ააცილა); ისტერი 0:0 (მეკარე); კონვეი 1:0; სკანელი (მეკარე), გესტურე 2:0; იედინაკი 2:1; უიტინგემი 3:1; პარი (ააცილა)
ლივერპული-მანჩესტერ სიტი 2:2 (პირველი მატჩი 1:0)
ლივერპული: რეინა, გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ხ. ენრიკე, ადამი, ჯერარდი, დაუნინგი, ჰენდერსონი, ბელამი (88. კელი), კუიტი (90. კეროლი)
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, ლესკოტი, რიჩარდსი, საბალეტა, კოლაროვი, სავიჩი (46. აგუერო), ბერი, დე იონგი (78. ა. ჯონსონი), ნასრი, დ. სილვა, ჯეკო
გოლები: 0:1 დე იონგი (31), 1:1 ჯერარდი (40) პენ, 1:2 ჯეკო (67), 2:2 ბელამი (74)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"