კარლოს ტევესს "ომი" 9.3 მილიონი ფუნტი დაუჯდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" პრეზიდენტმა, ხალდუნ ალ-მუბარაქმა არაბულ გამოცემა The National-ს ინტერვიუ მისცა, სადაც კარლოს ტევესთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ილაპარაკა.

აღმოჩნდა, რომ სკანდალის დაწყების შემდეგ ფეხბურთელმა 9.3 მილიონი ფუნტით იზარალა. გაუგებრობა 27 სექტემბერს მას მერე დაიწყო, რაც "ბაიერნთან" შეხვედრაში (2:0) ფეხბურთელმა უარი თქვა შეცვლაზე ეთამაშა. ამის გამო კლუბმა ის პირველად დააჯარიმა. რასაც მოგვიანებით კლუბთან შეუთანხმებლად კარლოსის არგენტინაში ვიზიტი მოჰყვა, რაც დღემდე გრძელდება (!). ტევესი გარკვეული პერიოდი კლუბის წარმომადგენლების სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობდა.

ყოველივეს შემდეგ "ქალაქელებმა" ტევესს ხელფასისა და ბონუსების გადახდა შეუწყვიტეს. ალ მუბარაქის
თქმით: "კარლოსს ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 2.5 წლით აკავშირებს და სანამ მისით დაინტერესებული კლუბებისგან დამაკმაყოფილებელ წინადადებას არ მივიღებთ, არ გავყიდით".
გუშინ საღამოს გავრცელებული ცნობით, "პარი სენ-ჟერმენის" შემდეგ მასთან მოლაპარაკებები "ინტერმაც" შეწყვიტა.

ვესტ ჰემს კალუს შეძენა უნდა
"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელის სემ ელერდაისის თქმით, რამდენიმე დღის წინ "რეინჯერსმა" ლონდონურ კლუბს ნიკიცა იელავიჩის ტრანსფერზე უარი უთხრა. მას მერე "ჩაქუჩებმა" "ჩელსიდან" სალომონ კალუს იჯარით გადაყვანა მოისურვეს. კლუბის შეცვლას დიდი ხანია აპირებს თავად ივუარელიც, მაგრამ მისით უფრო ამბიციური კლუბები არიან დაინტერესებულები და ეჭვია, რომ ჩემპიონშიპის თუნდაც ლიდერის წინადადება ნაკლებად მოხიბლავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული