კევინ დე ბრუინი "ჩელსის" მიუახლოვდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" ძალიან ახლოსაა 20 წლის ბელგიელი თავდამსხმელის კევინ დე ბრუინის ტრანსფერის დასრულებასთან. თუკი მოვლენები ლოგიკურად განვითარდა, კლუბებმა შეთანხმების შესახებ შეიძლება უახლოესი 48 საათის განმავლობაში გამოაცხადონ.

"არისტოკრატებისთვის" ეს პირველი და ალბათ უკანასკნელი შენაძენი იქნება იანვარში. ორშაბათს ლონდონში იმყოფებოდა "გენკის" გენერალური მენეჯერი დირკ დეგრაენი. როგორც ჩანს, მხარეებმა გარიგების ძირითადი დეტალები სწორედ ამ ვიზიტის დროს შეათანხმეს.

თავად დე ბრუინს სამომავლო პერსპექტივა ხიბლავს და აცხადებს, რომ დიდი ხანია, "ჩელსის" გულშემატკივრობს და რასაკვირველია, მათ რიგებში გამოსვლაზეც ოცნებობს. აღნიშნულ ტრანსფერზე ლაპარაკი ჯერ კიდევ შარშან ზაფხულზე
იყო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ის არ შედგა.

ინგლისური პრესა ვარაუდობს, რომ "ლურჯებს" ფეხბურთელის გადაბირება 8,0 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ. ცნობილია ისიც, რომ დე ბრუინი ინგლისელებთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა სეზონის ბოლომდე "გენკში" იჯარით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული