მარიო ბალოტელი: ბოროტმოქმედი არ ვარ, სკოტ პარკერის დაზიანება არ მიცდია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ "ტოტენჰემის" ნახევარმცველ სკოტ პარკერისთვის თავზე განზრახ არ დაუბიჯებია.

შეგახსენებთ, რომ ეს ეპიზოდი მატჩის არბიტრ ჰოვარდ ვებს გამოეპარა, შემდეგ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გაარჩია. ბალოტელი აგრესიულ თამაშში დაადანაშაულეს და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

"დისკვალიფიკაციით იმიტომ დავისაჯე, რომ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება ვერ შევძელი. მაგრამ ბოროტმოქმედი არ ვარ. პარკერის დაზიანება არ მიცდია", - განაცხადა იტალიელმა ფორვარდმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული