შეგახსენებთ, რომ ეს ეპიზოდი მატჩის არბიტრ ჰოვარდ ვებს გამოეპარა, შემდეგ კი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ გაარჩია. ბალოტელი აგრესიულ თამაშში დაადანაშაულეს და ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
"დისკვალიფიკაციით იმიტომ დავისაჯე, რომ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება ვერ შევძელი. მაგრამ ბოროტმოქმედი არ ვარ. პარკერის დაზიანება არ მიცდია", - განაცხადა იტალიელმა ფორვარდმა.