ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ 28 წლის ფრანგი მინდორზე გამოსასვლელად მზადაა, რადგან ამის საშუალებას ფეხბურთელს ფიზიკური კონდიციები არ მისცემს. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემთან" მატჩისას (2:1) ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხზე წვივის ძვალი გაიტეხა და მას შემდეგ არ უთამაშია.
სანიას მეორე დღესვე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმების თქმით, 3 თვის შემდეგ ის სრულად უნდა გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა, რიგი გართულებების გამო მკურნალობა გახანგრძლივდა. "დღეს ცოტა ვინერვიულე
"მეთოფეები" უახლოეს დღეებში თეო უოლკოტთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ. 23 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება ლონდონურ კლუბთან 2013 წლის ივნისში ეწურება.
მისით "ლივერპული" დიდი ხნის წინ დაინტერესდა და "არსენალს" საქმის მოგვარება სწორედ ამიტომ ეჩქარება. ერთადერთი რითაც უოლკოტი ლონდონში უკმაყოფილოა, მისი სათამაშო პოზიციაა. ფეხბურთელის აზრით, ყველაზე ეფექტური ის ცენტრალური თავდამსხმელის ადგილზე იქნებოდა. არსენ ვენგერი კი, უკვე წლებია, მას ჯიუტად ფლანგზე ათამაშებს. წესით, ახალი კონტრაქტის გაფორმებას წინ არაფერი უნდა დაუდგეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"