პრობლემა სახელად მარიო

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გერმანელი ვეტერანის დიტმარ ჰამანის სტატია შემოგთავაზეთ, სადაც ის ლივერპულელ ენდი კეროლს აკრიტიკებდა და მოტივაციის ნაკლებობაში სდებდა ბრალს.

ჰამანი ამჯერად “მანჩესტერ სიტის” შემტევ მარიო ბალოტელიზე მსჯელობს. იტალიელმა 1,5 წლის განმავლობაში უკვე სამჯერ მოასწრო წითელი ბარათის მიღება, რის გამოც ჰამანს მიაჩნია, რომ მას სხვების მიმართ პატივისცემის გრძნობა არ აქვს, რის გამოც საკუთარ მომავალს საფრთხეს უქმნის.

მარიო ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ მისი მოქმედებების გათვლა ხშირად შეუძლებელია. თუკი სურს ტოპკლასის ფეხბურთელად ჩამოყალიბება, საკუთარი თავის მართვა უნდა ისწავლოს. ეს კი საჭიროა, რომ “მანჩესტერ
სიტიში” ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა გაიკეთოს. სხვა შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერ წამს ზედმეტი ბარგი შეიქნას.

ერთ დღეს “სიტიში” შეიძლება დასვან შეკითხვა, კი, მაგრამ რაში გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის პრობლემებს გვიქმნის? მარიოს უნდა ესმოდეს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას.

თქვენ ვერ ააწყობთ გუნდს ერთი ფეხბურთელის გარშემო, თუკი ის მარადონა, პელე ან მესი არ არის. სწორედ ამიტომ ბალოტელიმ უნდა დაიჯეროს, რომ თუკი სურს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და დიდ კლუბში ითამაშოს, თანაგუნდელებს სათანადო პატივი უნდა სცეს.

არ ვფიქრობ, რომ მარიოს მსგავსი გრძნობები აწუხებს. უყურებ მას და გეჩვენება, რომ სხვებზე სულაც არ ზრუნავს. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ფიქრობს, “მე ამას ასე გავაკეთებ იმიტომ, რომ მინდა”. ის ეგოისტია და აშკარად არ ჰყოფნის პატივისცემა თანაგუნდელთა მიმართ.

მარიოს საქციელი, როცა მან სკოტ პარკერს ფეხი ჩაარტყა, იყო სულელური და საღ აზრს მოკლებული. უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელიც კი არის გაიგო, თუ რა ხდება ამ ადამიანის თავში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული