ჯეკ უილშირი ისევ დაიმტვრა

AutoSharing Option
ის იყო, 20 წლის ჯეკ უილშირის პრემიერლიგის მატჩებში დაბრუნების კონკრეტულ თარიღზე ალაპარაკდნენ, რომ “არსენალის” ლიდერი ხელმეორედ დაიმტვრა და რაც მთავარია, ფეხბურთელმა სწორედ ის კოჭი დაიზიანა, რომელსაც აქამდე მკურნალობდა.

ეს ამბავი “არსენალისა” და “ნიუ იორკ რედ ბულის” შეხვედრაში მოხდა. ინფორმაციას არსენ ვენგერის სიტყვებზე დაყრდნობით “სქაი სპორტსი” ავრცელებს.

რამდენად სერიოზულია ტრავმა ამჯერად, ჯერჯერობით უცნობია. “ტრავმის რეციდივის შესწავლით ზუსტად რომ ახლა ვართ დაკავებულები და ჯერ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ თებერვალის დასაწყისში ის მოედანზე ვერ დაბრუნდება,” – განაცხადა ვენგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული