"ლივერპულმა" "მანჩესტერ იუნაიტედიც" დაიფრინა

AutoSharing Option
ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა, რომლებზეც ქვემოთ ვილაპარაკებთ. განსაკუთრებულ ინტერესს პრემიერლიგის გრანდების "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება იწვევდა.

"ტოტენჰემი" "უოტფორდთან" შეხვედრის პირველ ტაიმში დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. მეტის თქმაც შეიძლება: პირველ წუთებზე უპირატესობა ხელში სწორედ ქვედალიგელებმა ჩაიგდეს. მასპინძელ ფეხბურთელებზე არანაკლებ ენერგიას ხარჯავდნენ ტრიბუნაზე მოკალათებული გულშემატკივრები. მე-16 წუთზე სახიფათო შეტევა წამოიწყო ტროი დენიმ. მისი გადაცემა კარში ზუსტად ვერ გადაგზავნა მარვინ სორდელმა.

ტაიმის შუაწელს სტუმრები ცოტა გააქტიურდნენ და უოტფორდელები ნელ-ნელა წნეხში მოაქციეს. კაილ უოლკერმა 42-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რაფაელ
ვან დერ ვაარტს ცენტრისკენ დაუგორა. ჰოლანდიელმა დიდებული შორეული დარტყმით მეკარე სკოტ ლოუჩს დაბალ კუთხეში გაუტანა, თუმცა აქ მისი დანაშაულიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.

გოლს "დეზებისთვის" ფრთები არ შეუსხია, მაგრამ ბურთის კონტროლი უკეთ კი დაიწყეს. 50-ე წუთზე მაიკლ დოუსონის შეცდომით კინაღამ შონ მიურეიმ ისარგებლა, მაგრამ მისი დარტყმული ძელს მოხვდა. ორჯერ რეალური მომენტები ვერ გამოიყენა "ტოტენჰემმაც".

ერთხელ უოლკერს "მკვდარი" ბურთი აუღო ლოუჩმა, მეორედ კი ვან დერ ვაარტმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მე-80 წუთზე სასწაული ჩაიდინა კარლო კუდიჩინიმ - ვეტერანმა იტალიელმა ჯერ ნოსვორთს აუღო ახლოდან დარტყმული, დამატებაზე კი სორდელის მიერ 3 მეტრიდან გასროლილს აღუდგა წინ.

* * *
"ევერტონისა" და "ფულჰემის" შეხვედრა აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს. პირველი სახიფათო მომენტი კლინტ დემპსიმ შექმნა. ლონდონელების უპირატესობა აშკარა იყო და ეს გოლშიც აისახა. ჯონი ჰეიტინგას მიერ ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი გოლად დენი მერფიმ აქცია.

გაშვებული ბურთის შემდეგ "ევერტონი" გააქტიურდა და მატჩის სადაავეები იგდო ხელთ. ლენდონ დონოვანის კუთხურებიდან ერთს სახიფათო მომენტი მოჰყვა - ტიმ კეჰილს დევიდ სტოკდეილმა აუღო, აი, დენის სტრაკალურსმა კი ამერიკელის პასით ანგარიში გაათანაბრა. 73-ე წუთზე მარუან ფელაინიმ შეხვედრას წერტილი ამერიკელის პასითვე დაუსვა.

* * *
მე-4 ეტაპის უმთავრეს დაპირისპირებასაც მივადექით. მერსისაიდელებმა ლიგის თასიდან "მანჩესტერ სიტის" გამოგდების შემდეგ, ასოციაციის თასის გათამაშების ეგიდით გამართულ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლეს და ისიც დაიფრინეს.

ამრიგად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ლივერპულელთა ბანაკში საზეიმო განწყობა სუფევს. სერიოზული შეცდომა დაუშვა სერ ალექს ფერგიუსონმა, როცა ძირითადში დავიდ დე ხეა დააბრუნა. 21-ე წუთზე, როცა დანიელ აგერმა ანგარიში გახსნა, ესპანელი მეკარე დაკარგული ბატივით მოქმედებდა - ჯერ წინ გამოვიდა, საბოლოოდ კი დაინახა რა, რომ ბურთი ფეხბურთელთა დიდი ჯგუფისკენ ეშვებოდა, ბრძოლაში შესვლა გადაიფიქრა და რატომღაც ენდი კეროლთან ჭიდაობას შეალია რაც ძალი და ღონე ჰქონდა.

აგერმა ამით მშვენივრად ისარგებლა და ბურთი დაუცველ კარებში გადაგზავნა. ტაიმის დამთავრებამდე 5-6 წუთით ადრე "ეშმაკები" სწრაფ კონტრშეტევაზე წავიდნენ. რაფაელ და სილვამ მაქსი როდრიგესი იოლად ჩამოიცილა და დაბალი ბურთი საჯარიმოში შეაგდო. სადაც პარკი მარტო აღმოჩნდა. კორეელს გატანის გარდა არაფერი დარჩენოდა.

მეორე ტაიმში მოქმედმა ჩემპიონმა თამაშის სადავეები ხელში ჩაიგდო. სქოულზის, გიგზისა და კერიკის მონდომება საკმარისი აღმოჩნდა "ლივერპულის" ბევრად უფრო ახალგაზრდული შუა ხაზის დასაჩაგრად. რეალური მომენტები გაანიავეს კეროლმა და დენი უელბეკმა. ამ უკანასკნელმა წინ გამოსული პეპე რეინაც კი მოატყუა, მაგრამ დაზღევევაზე კარგად ითამაშა მარტინ შკრტელმა.

88-ე წუთზე მატჩის კულმინაციური მომენტი დადგა. რეინას უგრძესი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა დირკ კუიტი. დავიდ დე ხეას გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. ჰოლანდიელს დუბლის შესრულება ზუსტად 1 წუთში შეეძლო. თუმცა კეროლის თავურის შემდეგ ხარიხიდან წინ გადმოვარდნილ ბურთს ფეხი ცუდად დაუხვედრა და 7-8 მეტრიდან ააცილა.

ინგლისის ასოციაციის თასის IV ეტაპი
უოტფორდი-ტოტენჰემი 0:1
ტოტენჰემი: კუდიჩინი, უოლკერი, დოუსონი, კაბული, როუზი, პარკერი, ლივერმორი, მოდრიჩი (46. ლენონი), ვან დერ ვაარტი, დეფო (80. პიენაარი), ადებაიორი (90. პავლუჩენკო)
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 ვან დერ ვაარტი (42)

ევერტონი-ფულჰემი 2:1
ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, ჰეიტინგა, დაფი, გიბსონი, ნევილი, ფელაინი, ტ. კეჰილი, დონოვანი, სტრაკალურსი (83. ანიჩებე), გუიე (68. დრენტე)
ფულჰემი: სტოკდეილი, კელი, ჰანგელანდი, ჰიუზი, რიისე, ბეირდი (82. სიდუელი), მერფი (87. ტროტა), დაფი (79. ზამორა), დემპსი, ჯონსონი, რუისი
გოლები: 0:1 მერფი (14) პენ, 1:1 სტრაკალურსი (27), 2:1 ფელაინი (73)

ქუინზ პარკი-ჩელსი 0:1
ქუინზ პარკი: კენი, ჰილი, ლ. იანგი, ჰოლი, ა. ფერდინანდი, რაიტ-ფილიპსი, ბარტონი, ბუჟაკი (79. ჰალსი), სმიტი, ჰელგუსონი (46. მაკედა), მაკი
ჩელსი: ჩეხი, ე. კოული, ტერი, ივანოვიჩი, ლუისი, მალუდა, მეირელეში, რამირესი (79. რომეუ), მატა (90. ესიენი), ტორესი, სტარიჯი
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 მატა (62)

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
ლივერპული: რეინა, კარაგერი (62. კუიტი), აგერი, შკრტელი, ხ. ენრიკე, კელი, ჯერარდი (72. ბელამი), დაუნინგი, მ. როდრიგესი (63. ადამი), ჰენდერსონი, კეროლი
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ევრა, რაფაელი, ევანსი, სმოლინგი, კერიკი, გიგზი (89. ბერბატოვი), სქოულზი (76. ერნანდესი) პარკი, ვალენსია, უელბეკი
გოლები: 1:0 აგერი (21), 1:1 პარკი (39), 2:1 კუიტი (88)

ბოლტონი-სუონსი 2:1
ბოლტონი: ბოგდანი, რაილი, ბოიატა, უიტერი, რიკეტსი, იგლზი (90. შანლი), რეო-კოკერი, მ. დევისი, პრეტლი (80. მუამბა), მ. პეტროვი, ნგოგი (74. კ. დევისი)
სუონსი: ტრემელი, უილიამსი, ბესონე, მონკი, ე. რიჩარდსი, მაკიხრანი, აგუსტიენი, რუტლეჯი (65. გრემი), გოვერი (79. ალენი), მური, ლიტა (65. ნ. დაიერი)
გოლები: 0:1 მური (42), 1:1 პრეტლი (45), 2:1 იგლზი (56)

დერბი-სტოკ სიტი 0:2
სტოკ სიტი: ბეგოვიჩი, უილკინსონი, ჰუთი, შოუკროსი, უილანი, უაითჰედი, ეზერინგტონი (63. პენანტი), უილსონი, კრაუჩი (66. კ. ჯონსი), უოლტერსი, ჯერომი (77. ფულერი)
გოლები: 0:1 ჯერომი (5), 0:2 ჰუთი (81)

ვესტ ბრომვიჩი-ნორვიჩი 1:2
ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი, ტამაში, ხარა (46. მაკაული), მატოკი, დოუსონი, ტომასი (71. ჩოი), მორისონი, დორანსი, მულუმბუ, ფორჩუნი (79. ლონგი), კოქსი
ნორვიჩი: სტირი, დრური, უითბრედი, მარტინი, აიალა, კროფტსი, ჰულაჰანი (65. უილბრეჰემი), ფოქსი, პიკლინგტონი (75. ლაპინი), ბენეტი, ჰოლტი (65. ჯექსონი)
გოლები: 0:1 ჰოლტი (35), 1:1 ფორჩუნი (54), 2:1 ჯექსონი (85)

ბრაიტონი-ნიუკასლი 1:0
ნიუკასლი: კრული, უილიამსონი, პერჩი, სიმპსონი, სანტონი (83. ფერგიუსონი), ბენ-არფა (83. ტეილორი), კაბაი, ხონასი, გატრი (83. გოსლინგი), ამეობი, ბესტი
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 უილიამსონი (77)

ჰალ სიტი-ქროული 0:1
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 0:1 ტაბსი (57)

ლესტერი-სუინდონი 2:0
გოლები: 1:0 ბეკფორდი (5), 2:0 ბეკფორდი (53)

შეფილდ იუნაიტედი-ბირმინგემი 0:4
გოლები: 0:1 რედმონდი (18), 0:2 რუნი (38), 0:3 ელიოტი (58), 0:4 რუნი (78)

სტივენეიჯი-ნოთს ქაუნთი 1:0
გოლიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინიინტერნეტკაზინო ლარივინი: 1:0 სტიუარტი (12) სკ-ში

მილუოლი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 ლამბერტი (31), 1:1 ჰენდერსონი (86)
განმეორებითი მატჩი შედგება საუთჰემპტონში 7 თებერვალს

ბლეკპული-შეფილდ უენ. 1:1
გოლები: 0:1 მორისონი (52), 1:1 ფილიპსი (90) პენ
განმეორებითი მატჩი შედგება შეფილდში 7 თებერვალს

არსენალი-ასტონ ვილა 3:2
არსენალი: ფაბიანსკი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, კოშელნი, კოკლენი, როსიცკი (72. არტეტა), სონგი, რემსი, უოლკოტი (89. ანრი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (89. სანია), ვან პერსი
ასტონ ვილა: გივენი, რ. დანი, უორნოკი, ჰატონი, კუელიარი, კლარკი, აირლენდი, ს. პეტროვი (82. ბენანი), აგბოლნაჰორი (72. გარდნერი), ბენტი, რ. კინი
გოლები: 0:1 რ. დანი (33), 0:2 ბენტი (45), 1:2 ვან პერსი (54) პენ, 2:2 უოლკოტი (57), 3:2 ვან პერსი (61) პენ

სანდერლენდი-მიდლსბრო 1:1
სანდერლენდი: მინიოლე, ოში, უ. ბრაუნი (60. ტერნერი), ბერდსლი, კ. რიჩარდსონი, ს. ლარსონი, გარდნერი, სესინიონი, ვონი (80. კოლბეკი), მაკლინი, უიკჰემი (46. კემპბელი)
გოლები: 0:1 ბ. რობსონი (16), 1:1 ფ კემპბელი (58)
განმეორებითი მატჩი შედგება მიდლსბროში 7 თებერვალს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული