რამირესი მთელ თვეს იუქმებს

AutoSharing Option
ასოციაციის თასის მე-4 ეტაპზე "ქუინზ პარკთან" მატჩის 78-ე წუთზე "ჩელსის" 24 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა რამირესმა მუხლის მყესები დაიჭიმა.

BBC-ის ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელს მთელი თვით მოუწევს დასვენება. დიაგნოზის დასაზუსტებლად მას სამედიცინო შემოწმების გავლა კიდევ ერთხელ მოუწევს. თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ მუხლი იმდენად სტკიოდა, რომ კიდევ უფრო ცუდის მოლოდინი ჰქონდა.

ჩემი მერფი ჩემთან
"ქუინზ პარკის" დამრიგებელი მარკ ჰიუზი "ფულჰემიდან" დენი მერფის გადაბირებას აპირებს. 34 წლის ფეხბურთელს ყოფილ დამრიგებელთან იდეალური ურთიერთობა აკავშირებს და უელსელსაც სწორედ ამისი იმედი აქვს. ჰიუზი ტაიე ტაივოსა და ნედუმ
ონუოჰას შეძენისა და დაცვის გაძლიერების შემდეგ შუა ხაზშიც აპირებს კვალიფიციური ფეხბურთელის დამატებას. ადვილი სავარაუდოა, რომ მარტინ იოლი გუნდის ლიდერს ასე იოლად არ გაუშვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული