კლუბის ამერიკელ გენერალურ დირექტორსა და პრეზიდენტს მისი ვიდეო უნახავთ და მომენტალურად გასჩენიათ მისი გადაბირების სურვილი. კურიოზი კი ის არის, რომ აღნიშნული ვიდეო მონტაჟი იყო და მეტი არაფერი.
ეს არ ნიშნავს, რომ დაუნინგის ნიჭი ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ. განსაკუთრებით მას მერე, რაც ფეხბურთელი მერსისაიდელებს იდეალურად მოერგო და თანდათან ყალიბდება კენი დალგლიშის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ძალად. რამდენიმე დღის წინ ეს შოტლანდიელმა სპეციალისტმაც აღნიშნა. მწვრთნელის მისადმი დამოკიდებულებით სტიუარტი კმაყოფილი
მასალა "ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"დალგლიშისგან კომპლიმენტები სასიამოვნო მოსასმენია. მწვრთნელს ჩემი მას მერე სჯერა, რაც "ენფილდზე" მოვედი. ეს არ არის გამონაკლისი. მას არავის შესაძლებლობებში არ ეპარება ეჭვი, - თქვა სტიუარტ დაუნინგმა. - კენი დიდებული პიროვნებაა. მასში არის ყველა ის თვისება, რაც ფეხბურთელს სჭირდება. ის გულწრფელია და ცდილობს, საკუთარი ძალების რწმენა შთაგინერგოს, რათა მოედანზე ყველაფერი გაიღო, რაც შეგიძლია.
"ლივერპულში" კარიერა კარგად ამეწყო, თუმცა შემდეგ სერიოზული ჩავარდნა მქონდა. ამჟამად ვგრძნობ, რომ ფორმას ნელ-ნელა ისევ ვკრეფ. რა თქმა უნდა მუდმივად მინდა ვთამაშობდე. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევ, თუკი ისევე დაუზარებლად ვიშრომებ, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ბოლო პერიოდში ჩემი მუშაობით პირადად კმაყოფილი ვარ".
დაუნინგმა ლიგის თასის განმეორებით შეხვედრაში "სიტისთან" დიდებულად ითამაშა: "ასეთ საღამოებზე მას მერე ვოცნებობდი, რაც "ლივერპულში" ვთამაშობ. ამ გუნდში სწორედ იმიტომ გადმოვედი, რომ მსგავსი შეგრძნებები განმეცადა. როცა ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულის" თამაშს ვუყურებდი, მაშინაც აღვიქვამდი, თუ როგორ ედგა ტრიბუნები გუნდს მხარში.
თითოეული ფეხბურთელი გეტყვით, რომ თუკი გულშემატკივარი შენთან არის, ეს დამატებით ძალას გაძლევს, რომ მოედანზე ბევრი იმუშაო. ადრენალინი ალბათ ყველას მომეტებული გვქონდა სისხლში, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთში. ამ დროს, ხომ ფანები განსაკუთრებით ძლიერად გვიჭერდნენ მხარს".
ნახევარმცველი აღიარებს, რომ "სიტისთან" ნახევარფინალის შემდეგ დაძინება გაუჭირდა: "დაღლილობის მიუხედავად დილის 3 თუ 4 საათამდე ვერ დავიძინე. ალბათ ადრენალინი ისევ მომეტებული მქონდა. იმისთვის, რომ ფინალისთვის მოვემზადოთ, წინ კიდევ მთელი თვე გვაქვს. ამ დროს კი ჩემპიონატის მატჩებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ახლა მეტი დრო გვექნება დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის. "სიტისთან" კარგად ვითამაშეთ - დაცვაში კონცენტრირებულნი ვიყავით, შეტევაში კი სწრაფად ვმოქმედებდით. ასეც უნდა განვაგრძოთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ.
ამ წუთას თავს მშვიდად ვგრძნობთ, რადგან ვიცით, მოედანზე რა უნდა გავაკეთოთ. გასახდელში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ენა უჭრით, მაგალითად ბელი (ბელამი), პეპე (რეინა), სტივი (ჯერარდი). არიან ისეთი ბიჭებიც, რომელთაც ჩუმად ჯდომა ურჩევნიათ, მაგრამ ეს მხოლოდ გამარჯვებებისთვის განგვაწყობს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"