გარი ნევილი: "მანჩესტერ იუნაიტედი" არ ცდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ მისი მშობლიური კლუბის ხელმძღვანელობა არ ცდება, როდესაც უარს აცხადებს იანვარში ფეხბურთელების შეძენაზე: "არასოდეს მინახავს, რომ ფეხბურთელში, ვისშიც დიდ ფულს იხდიან, გუნდს იანვარში შეერთებოდეს და მალე მოეხერხებინოს გუნდთან ადაპტაცია, - განუცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა BBC-ის მანჩესტერის ბიუროს. - იანვარში ვერავინ ახერხებს სატრანსფერო ბაზარზე მოთამაშის შეძენას ადეკვატურ ფასად, რადგან გამყიდველები ყოველთვის ფიქრობენ, რომ სხვა გზა არ გაქვს და დიდ ფულს ითხოვენ.

სერ ალექსი კი არ არის ის ადამიანი, ვინც შეიძლება პანიკაში ჩავარდეს. ახალ მოთამაშეს გუნდთან
შესაჩვევად დრო სჭირდება. მით უფრო, როცა ის უცხო ქვეყნის ჩემპიონატიდან მოდის. ძნელია ზუსტად ის ფეხბურთელი ჩაიგდო ხელთ, რომელიც გჭირდება, რადგან ტოპკლასის ვინც არის, მის შენარჩუნებას გრანდები ყოველთვის ბოლომდე ცდილობენ.

დიახ, მართალია, "მანჩესტერში" ამჟამად ბევრი ტრავმირებულია, მაგრამ ეს გამართლება არ არის, რადგან "იუნაიტედი" დიდი გუნდია. დიდ გუნდებს კი ყოველთვის ისეთი შემადგენლობა ჰყავთ, რომელიც მის წინაშე დასახულ ამოცანას თავს გაართმევს. თანაც რამდენიმე ფეხბურთელი გუნდს მალევე დაუბრუნდება. ამიტომაც ვფიქრობ, ახლა მთავარი ის არის, როგორმე დაცვის თამაში გახდეს სტაბილური.

პრობლემათა დიდი ნაწილი სწორედ იმითია გამოწვეული, რომ უკანა ხაზში გვაქვს პრობლემები და მდგომარეობა ცოტა ბუნდოვანია.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედი" ცხრილის პირველი საფეხურიდან ერთ ნაბიჯში იმყოფება. გუნდმა ძალიან ბევრი იშრომა, რომ ზუსტად იქ ყოფილიყო, სადაც არის. ეს ბიჭები სეზონის მეორე ნახევარს ყოველთვის უკეთ ატარებენ ხოლმე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული