არადა, იანვრის დასაწყისში ფეხბურთელების ტრავმებით გაწამებული ფრანგი ამბობდა, განაპირა მცველის გადაბირებაზე უარს არ ვიტყვითო.
"მეთოფეებს" ხომ კირან გიბსი, ბაკარი სანია და ანდრე სანტოსი ჰყავდათ ლაზარეთში. ბოლო ორი ჯერაც მკურნალობს. სანია უკვე მწყობრშია და რაც მთავარია, ვენგერის საბედნიეროდ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" სადებიუტო შეხვედრაში დიდებული შთაბეჭდილება დატოვა 18 წლის ნიკოლას იენარისმა. იმის გათვალისწინებით, თუ
ბაკარი სანია დაბრუნდა-თქო, დავწერეთ. 28 წლის ფრანგი მზადაა 1 თებერვალს "ბოლტონთან" სათამაშოდ. ფეხბურთელმა კომენტარი "არსენალის" ვებგვერდს მისცა. "მოედანზე დაბრუნების პერსპექტივით აღფრთოვანებული ვარ. ბოლო 4 თვის განმავლობაში ცხოვრება ძალიან მოსაწყენი გახდა.
ახლა მთავარია, რაც შეიძლება მალე დავიბრუნო ფორმა, ამისთვის უწინდელზე მეტი შრომა მმართებს. ეს პროცესი ძალიან რთული იქნება, რადგან რეგულარულად დამჭირდება ფიტნესის მწვრთნელის ზედამხედველობა," - ამბობს ფეხბურთელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"