ლაპარაკია რაველ მორისონსა და ზეკ ფრაიერსზე. ის, რომ მორისონი ძალიან ნიჭიერია, ამას თავად ალექს ფერგიუსონიც არ უარყოფს, მაგრამ ფეხბურთელს მეტისმეტად რთული ხასიათი აქვს.
ახალგაზრდული გუნდების მენეჯერები თუ მწვრთნელები მის დამორჩილებას ვერაფრით ახერხებენ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქმეში სერ ალექსი ჩაერია და "იუნაიტედში" ფეხბურთელის მომავალს ხაზი გადაუსვა.
როგორც ამბობენ, ეს შობის დღეებში მოხდა. "მანჩესტერი" მორისონს პროფესიულ კონტრაქტს არ შესთავაზებს. შესაბამისად ფეხბურთელს კარიერის
მორისონის ტრანსფერზე ინფორმაციას ადასტურებს "ტელეგრაფიც". მეტიც, ის ამტკიცებს, რომ "იუნაიტედმა" "ვესტ ჰემთან" სატრანსფერო თანხა უკვე შეათანხმა. თუკი ეს მართალია, მაშინ "ჩაქუჩებს" 18 წლის ფეხბურთელთან პირადი ხელშეკრულების საკითხიღა დარჩებათ მოსაგვარებელი.
რაც შეეხება 19 წლის ზეკ ფრაიერსს: "გარდიანი" და "ფიფლი" ამტკიცებენ, რომ რაკი ზეკის კონტრაქტს ვადა სეზონის ბოლოს გასდის და თანაც ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მიერ შეთავეზებულ კონტრაქტზე უარი თქვა, კლუბი მასაც დაუფიქრებლად შეელევა. ფრაიერსით "ტოტენჰემია" დაინტერესებული. "დეზები" მზად არიან, ფეხბურთელში 750 ათასი ფუნტი გაიღონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"