კრეიგ ბელამი უელსის ნაკრებში აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
"ლივერპულის" 32 წლის უელსელი თავდამსხმელის კრეიგ ბელამის თქმით, მას საკმაოდ გაუჭირდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მაინც ტოვებს უელსის ნაკრებს და ამიერიდან კონცენტრაციას მხოლოდ "ლივერპულის" მატჩებზე მოახდენს.

ვეტერანი აცხადებს, რომ მისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა იყო უელსელთა თავკაცის გარი სპიდის სუიციდი. ნაკრებიდან წასვლაზე პირველად ის სწორედ მაშინ დაფიქრდა.

"ამიერიდან ძალიან გამიჭირდება ნაკრებში ასპარეზობა და ეს ყოველივე სწორედ გარის ხსოვნის გამო, - განუცხადა ვალიელმა "დეილი მირორს". - უელსის ფედერაციას უკვე ვაცნობე, რომ 29 თებერვალს კოსტა რიკის ნაკრებთან ვითამაშებ და მერე ალბათ ეროვნულ გუნდს
სამუდამოდ დავტოვებ".

* * *

გუშინდელ ნომერში უკვე გაცნობეთ, რომ "ლივერპულმა" შვედი მეკარე, 22 წლის კრისტოფ ნორდფელდტი გადაიბირა. თუმცა სკაუზერები ამით არ დაკმაყოფილდნენ და "რექსჰემიდან" 18 წლის გოლკიპერი დენი უორდიც შეიძინეს.

მკითხველს განვუმარტავთ, რომ გასულ სეზონში ამ სახელისა და გვარის ფეხბურთელი "ბოლტონშიც" თამაშობდა და ის "ლივერპულის" შენაძენში არ აერიოს.

რაკი ენფილდელებმა ერთბაშად ორი პერსპექტიული ფეხბურთელი გადაიბირეს, თავისი სამსახური ზედმეტად მიიჩნია "ლივერპულის" რეზერვისტთა 21 წლის კარის დარაჯმა, დანიელმა ალან ჰანსენმა და კლუბს ტრანსფერზე დაყენება სთხოვა. ფანჯრის დახურვამდე მოსალოდნელი იყო, რომ ალანს მშობლიურ "ვიბორგში" 1,5-წლიანი იჯარით გაუშვებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული