სხვების მიმართ კი ხალხი სხვა სტანდარტებით მსჯელობს. წარმოიდგინეთ, რომ სპირინგმა ზუსტად ისე
გეთანხმებით, ამ ადამიანის სიტყვებში ემოციები ჭარბობს, მაგრამ გვეჩვენება, რომ გულწრფელად აღწერს სიტუაციას. "ლივერპულმა" მიმდინარე სეზონში "ენფილდზე" მერვე შეხვედრა დაამთავრა ფრედ და აქედან სამი გატანილი ბურთის გარეშე.
მერსისაიდელებს იმან, რომ "ტოტენჰემი" შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა ("დეზებს" ვან დერ ვაარტი, იუნეს კაბული და ჯერმეინ დეფო არ ჰყავდათ) ვერ უშველა, ვერც იმან, რომ ძლიერი თოვლისა და არასაფრენი ამინდის გამო მორიგი სასამართლო სხდომის შემდეგ ლონდონიდან ლივერპულში ჩასვლა ვერ მოახერხა ჰარი რედნაპმა და გუნდი მოედანზე კევინ ბონდმა გაიყვანა და ვერც იმან, რომ გუნდს ლუის სუარესი დაუბრუნდა. მოკლედ, მათი საშველი ჯერჯერობით არ ჩანს.
პირველი ტაიმში ყველაზე საინტერესო რაც მოხდა, ეს "ენფილდზე" კატის გასეირნება იყო. წმინდა საფეხბურთო მოვლენებიდან კი აღსანიშნავია საჯარიმოში მაიკლ დოუსონისა და ენდი კეროლის ორთაბრძოლა, როცა სტუმართა მცველმა ახმახ მეტოქეს ბურთი სუფთად აართვა.
ჰო, კიდევ ბრედ ფრიდელის ნახტომი. ვეტერანმა ამერიკელმა გლენ ჯონსონის დარტყმა ფეხით აიღო. მეორე ნახევარში "ლივერპულმა" ტემპს მოუმატა და მომენტები უფრო მეტად იქმნებოდა, თუმცა რაიმე ისეთი, რაც გულშემატკივარს გულში ჩარჩებოდა, არაფერი.
66-ე წუთზე მოედანზე ლუის სუარესი შევიდა და ორიოდე წუთში ისეთი რამ გააკეთა, რომ არბიტრს მისთვის პირდაპირ წითელი ბართი უნდა ეჩვენებინა. ურუგვაელმა სკოტ პარკერს მაღალი ბურთისთვის ბრძოლისას ბურთი პირდაპირ მუცელში ჩააზილა. ბედი მისი, რომ "ენფილდზე" მატჩს 26 წლის მაიკლ ოლივერი სჯიდა, მსაჯი ვის ანგარიშზეც წელს ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათია.
არადა, მას ვერც გამოუცდელობას დავაბრალებთ. ოლივერის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში მარტო პრემიერლიგაში 13 თამაშია (სულ 30). 74-ე წუთზე ზუსტად ის მომენტი მოხდა, რამაც "წითლების" გულშემატკივარს ყველაზე მეტად დასწყვიტა გული. ენდი კეროლმა გოლის გატანა კარიდან 5-6 მეტრში მყოფმა ვერ მოახერხა. "ტოტენჰემს" მოგებაც შეეძლო, როცა პეპე რეინასთან პირისპირ გარეთ ბეილი დარჩა, თუმცა უელსელმა დუელი წააგო.
მატჩის შემდგომ
კენი დალგლიში (ლივერპული): "ის, თუ როგორ ვითამაშეთ, ძალიან მომეწონა. მეტოქე ძლიერი პრესინგის ქვეშ მოვაქციეთ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, ეს რომ მოგვეხერხებინა, შანსს ხელიდან ნამდვილად აღარ გავუშვებდით. "ტოტენჰემმა" მომენტი ჩვენს კართან პრაქტიკულად ვერ შექმნა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ქულა მოვიპოვეთ, რადგან აშკარად მეტს ვიმსახურებდით".
კევინ ბონდი (ტოტენჰემის მწვრთნელი): "დღეს ჩვენ ნამდვილად ვერ შევძელით იმ ფეხბურთის ჩვენება, რაც გვჩვევია. პირველ ტაიმში ცოტა უკეთ გამოვიყურებოდით, მეორეში ძალა გამოგველია, ამიტომ იყო მატჩის ბოლოს ძალიან რომ გაგვიჭირდა. ასეთი თამაშით ქულის აღება კარგი შედეგია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"