"ლივერპულის" 26 წლის შოტლანდიელმა ნახევარმცველმა ჩარლი ადამმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და თინეიჯერებთან შეხვედრაზე ამ თემაზე ვრცლად ილაპარაკა. "მიყვარს გზაში კითხვა.
როცა გასვლითი შეხვედრისთვის მივემგზავრებით ან თამაშის წინა საღამოს სასტუმროში ვატარებ, წიგნი განტვირთვაში ძალიან მეხმარება.
ამჟამად ჯეიმს კორდენის (მსახიობი და სატელევიზიო პროდიუსერი) ავტობიოგრაფიას ვკითხულობ. ის საკმაოდ მხიარული ადამიანად მყავდა წარმოდგენილი და ამიტომაც ვარჩიე მის ცხოვრებას გავცნობოდი". ადამი ამ პროგრამაში მონაწილე მე-20 მოქმედი ფეხბურთელია. ვარსკვლავებიდან შეიძლება ჯოი
ჰართსს საგადასახადო მიადგა
შოტლანდიური "ჰართსი" სერიოზულ შარშია გახვეული. კლუბი, რომელიც წელს დაარსების 138-ე წელიწადს აღნიშნავს, შეიძლება უახლოეს პერიოდში გაკოტრებულად გამოცხადდეს. "ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, შოტლანდიის საგადასახადო სამსახურმა კლუბს უკვე გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება, რომ თუკი უახლოეს ხანებში არ დაფარავს სახელმწიფოს წინაშე დაგროვილ დავალიანებას, მის წინააღმდეგ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყება. რითი დამთავრდება ეს პროცესი, დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია.
შოტლანდიური პრესის ცნობით, "ჰართსის" ლიტველი მესაკუთრე ვლადიმირ რომანოვი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. მას დავალიანება მხოლოდ ბრიტანეთის სახელმწიფოს კი არა, უშუალოდ ფეხბურთელების წინაშეც დაუგროვდა. რომანოვი დიდი ხანია ცდილობს საფეხბურთო ბიზნესიდან საბოლოოდ წასვლას და საამისოდ "ჰართსის" გაყიდვასაც გეგმავს.
ფაბიანსკის თამაში მოენატრა
26 წლის პოლონელმა გოლკიპერმა ლუკაშ ფაბიანსკიმ აღიარა, რომ "არსენალის" ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა თანამემამულე ვოიცეხ შჩესნისთან უშანსოდ წააგო და მზადაა, ლონდონური კლუბი დატოვოს. ის უარს არ იტყვის თუნდაც მოკლევადიანი საიჯარო ხელშეკრულებაზე და თუნდაც ჩემპიონშიპის კლუბში გადასვლაზე. ლუკაშს ეშინია, რომ არასათანადო ფორმის გამო მას ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს მიღმა დარჩენა ემუქრება. ფაბიანსკის ეჭვი სულაც არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან ფრანტიშეკ სმუდას განკარგუელბაში შჩესნის გარდა გჟეგოშ სანდომირსკი (გენკი) და პჟემისლავ ტიტონიც (ეინდჰოვენი) არიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"