რა ხდება "მეთოფეთა" თავს?

AutoSharing Option
ინგლისური სპორტული ვებგვერდები წერენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალი" შეიძლება თავდამსხმელების გარეშე დარჩეს.

კორეელი ჩუ იუნ პარკის წასვლას გუნდი იოლად შეეგუება, რადგან "მონაკოდან" 2 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი "მეთოფეებს" არ გამოადგათ.

კორეელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში სულ ერთი შეხვედრა ჩაატარა (22 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედთან") და იქაც მხოლოდ ექვსი წუთი ითამაშა. სეზონის ბოლოს სამხრეთი კორეის ნაკრების კაპიტანი "ემირიტსიდან" გაქცევას გეგმავს. "არსენალი" თავად აპირებს საფრანგეთშივე დააბრუნოს მარუან შამახი.

ფეხბურთელი მართალია პარკზე ხშირად თამაშობს (8 მატჩი, 127 წუთი), მაგრამ მაროკოელისგან გაცილებით მეტს ელოდა არსენ
ვენგერი. კიდევ ერთი თადამსხმელი, ვინც ვენგერს შემოსწყრა და გუნდში დაბრუნების იდეა არ ხიბლავს, "სანდერლენდში" განათხოვრებული ნიკლას ბენდტნერია. "რეალ სოსიედადთან" მყარი კონტრაქტის დადების სურვილის შესახებ ილაპარაკა ამ დღეებში კარლოს ველამაც.

ვენგერი ამათ წასვლასა თუ არდაბრუნებასაც გაუძლებს, მაგრამ ფრანგ სპეციალისტს ნამდვილად გაუსკდება გული, თუკი ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას არ განაახლებს რობინ ვან პერსი. ჰოლანდიელს კონტრაქტი 2013 წელს ეწურება.

"დეილი მეილის" ცნობით, "მეთოფეებმა" თავის დაზღვევის მიზნით "ჩელსიდან" დენიელ სტარიჯის ტრანსფერს შეიძლება მოუსინჯონ კბილი. 22 წლის შემტევი უკმაყოფილოა, რომ ანდრე ვილაშ ბოაში მას უკეთეს შემთხვევაში განაპირა თავდამსხმელად ათამაშებს, ხოლო არის მატჩები, როცა რეალურად ის მარჯვენა ნახევარმცველის როლს ასრულებს. მაგალითად ასე იყო "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში.

მაშინ, როცა "ჩელსი" თავს იცავდა, დენიელს ესიენისა და მეირელეშის მხარდამხარ უხდებოდა ბრძოლა "ეშმაკების" შუახაზის წინააღმდეგ. სტარიჯს არ დაუმალავს წყენა, როცა პორტუგალიელმა დამრიგებელმა მას ცენტრფორვარდის პოზიციის დავიწყება ურჩია.

"არსენალის" ერთ-ერთი შეფსკაუტი სტივ როული მის თამაშს უკვე რამდენიმე მატჩია აკვირდება. სტარიჯს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულზე უმთავრდება, ასე რომ, მისი შეძენა "არსენალს" საკმაოდ ძვირი დაუჯდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული