ბრედ ფრიდელი: სკოტ პარკერი მზადაა

AutoSharing Option
ჯონ ტერისა და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის კონფლიქის გამო ხალხი ერთი მხრივ იმაზე მსჯელობს, რამდენად ლოგიკური იყო "ჩელსის" ვარსკვლავისთვის სამკლავურის წართმევა, მეორე მხრივ კი განიხილავს, ვინ შეიძლება იყოს ინგლისელთა ახალი ლიდერი.

უმთავრეს პრეტენდეტებს შორის სახელდებიან ჯო ჰარტი და სტივ ჯერარდი. პირველმა უკვე განაცხადა, რომ ამხელა პასუხისმგებლობისთვოის მზად არ არის, მეორე კი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე იყო გუნდის თავი და პასუხისმგებლობას ტვირთს აშკარად ვერ გაუძლო.

"ტოტენჰემის" ამერიკელი მეკარის ბრედ ფრიდელის თქმით, თუკი ეს ფეხბურთელები უარს იტყვიან, საუკეთესო გამოსავალი კაპიტნობის სკოტ პარკერისთვის
ჩაბარება იქნება. ტოტენჰემელის კანდიდატურა ჯერ არავის განუხილავს. არადა ნამდვილად საინტერესო ფეხბურთელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული