პატივმოყვარეობა შელახული მწვრთნელი იმავე დღეს გამოვიდა RAI-ის ეთერში და პრეზიდენტ დევიდ ბერნშტაინს შეუტია. ინგლისური ფეხბურთის მამებმა კრიტიკა იუკადრისეს და იტალიელი "უემბლიზე" ასოციაციის ოფისში დაიბარეს.
მხარეები ერთმანეთს 8 თებერვალს საღამოს შეხვდნენ. კაპელომ დაადასტურა, რომ ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხარეებს ერთმანეთთან თანამშრომლობა ძალიან გაუჭირდებოდათ.
BBC-ის ცნობით, იტალიელი თავად გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"