შოკი: ფაბიო კაპელომ ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა!

AutoSharing Option
ყველაფერი ჯონ ტერისთვის კაპიტნობის ჩამორთმევით დაიწყო... როცა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ეს საკითხი გადაწყვიტა, ფაბიო კაპელო სამშობლოში იმყოფებოდა და მისი აზრით არავინ დაინტერესებულა.

პატივმოყვარეობა შელახული მწვრთნელი იმავე დღეს გამოვიდა RAI-ის ეთერში და პრეზიდენტ დევიდ ბერნშტაინს შეუტია. ინგლისური ფეხბურთის მამებმა კრიტიკა იუკადრისეს და იტალიელი "უემბლიზე" ასოციაციის ოფისში დაიბარეს.

მხარეები ერთმანეთს 8 თებერვალს საღამოს შეხვდნენ. კაპელომ დაადასტურა, რომ ის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მხარეებს ერთმანეთთან თანამშრომლობა ძალიან გაუჭირდებოდათ.

BBC-ის ცნობით, იტალიელი თავად გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული