გუს ჰიდინკი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას უმიზნებს

AutoSharing Option
ინგლისელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ფაბიო კაპელოს გადადგომის შემდეგ გათავისუფლდა., რომელმაც სამუშაო ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის წარმოამდგენლებთან კონფლიქტის გამო მიატოვა.

შეგახსენებთ, რომ კაპელო საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარე დევიდ ბერნშტეინთან საუბრის შემდეგ გადადგა. სპეციალისტმა ინგლისის ნაკრების მცველ ჯონ ტერისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევის გამო გამოხატა უკმაყოფილება, რომელსაც რასისტულ გამონათქვამებში ადანაშაულებენ.

Reuters-ის მონაცემებით, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარ პრეტენდენტად ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცი ჰარი რედნაპი მიიჩნევა. ინგლისური მასმედია კაპელოს შემცვლელად ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტიუარტ პირსს და მადრიდის "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოსაც ასახელებს.

65 წლის ჰიდინკმა ეროვნულ გუნდებში მუშაობისას დიდ წარმატებებს მიაღწია. 1998 წელს მან ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა. 2002 წელს კი იმავე შედეგს სამხრეთ კორეის ნაკრებთან მიაღწია. ასევე, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები  ნახევარფინალში გაიყვანა. სპეციალისტი ბოლოს თურქეთის ნაკრებს ედგა სათავეში.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული