მწვრთნელთა საქმე

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს რომან აბრამოვიჩს გუნდიდან კარლო ანჩელოტის გაშვება და ანდრე ვილაშ ბოაშის დანიშვნა 28 მილიონი ფუნტი დაუჯდა, - წერს "გარდიანი".

აქედან 15 მილიონი ფუნტი იტალიელმა და მისმა ასისტენტებმა მიიღეს კლუბთან ვადამდე კონტრაქტების შეწყვეტის გამო, 13 მილიონი კი "პორტუმ" მოითხოვა დამრიგებლის ხელშეკრულების საკომპენსაციოდ.

ასე რომ, რუსი მილიარდერის მიერ მხოლოდ მწვრთნელებში დახარჯულმა საერთოდ თანხამ 64 მილიონს მიაღწია. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ლონდონურ გრანდში მუშაობა მოასწრეს ჟოზე მოურინიომ, ავრამ გრანდმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, გუს ჰიდინკმა და კარლო ანჩელოტიმ. აქედან მხოლოდ ჰიდინკ
ის მუშაობა დაჯდა ის თანხა, რაც მან ხელფასის სახით დაიმსახურა.

სხვა შემთხვევებში კლუბის მფლობელს კონტრაქტის გასაფორმებლად ან მის გასაუქმებლად უხდებოდა კომპენსაციის გადახდა. თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ შარშან კლუბის წაგებამ 67,7 მილიონი ფუნტი შეადგინა და აქედან 28 პრეზიდენტის უშუალო გადაწყვეტილებების შედეგია, გამოდის, რომ "ჩელსის" დირექტორატი არცთუ ცუდად მუშაობს იმისთვის, რომ კლუბი ნელ-ნელა, მაგრამ მომგებიან ორგანიზაციად გადაიქცეს.

ამ ამბების პარალელურად, "დეილი მეილი" წერს, რომ რომაბ არკადიჩის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუკი "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ვილაშ ბოაში დაკავებულ თაანმდებობას დაემშვიდობება. იმის გათვალისწინებით, რომ "არისტოკრატებს" კონკურენტებთან მიზერული უპირატესობა აქვთ, ამის შანსი ნამდვილად არის. "ნიუკასლს" "ჩელსი" სულ 1 ქულით ჩამორჩება, "არსენალს" - 3-ით, ხოლო "ლივერპულს" - 4-ით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული