რობერტო მანჩინის მორიგი სამიზნე

AutoSharing Option
როგორც ტურინული გამოცემა "ტუტოსპორტი" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ ატილიო ლომბარდოს "ტორინოსა" და იტალიის ნაკრების ცენტრალური მცველის, 23 წლის ანჯელო ოგბონას თამაშის შესწავლა დაავალა. 

191 სმ-ის ფეხბურთელს დებიუტი "სკუადრა აძურაში" გასული წლის 11 ნოემბერს პოლონეთთან შეხვედრაში ჰქონდა. გამოცემის მტკიცებით, გუნდი, რომელიც ამჟამად სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის, დაცვის ლიდერს 15 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის. ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2016 წლის ზაფხულში უმთავრდება.

ბლექბერნს შერიგება უნდა
"ბლექბერნის" მთავარი მწვრთნელის სტივ კინის გადაწყვეტილებით, "არსენალთან" მატჩამდე გუნდის კაპიტანი, 27 წლის ცენტრალური მცველი კრისტოფერ
სამბა დუბლებში გადაიყვანეს. მიზეზი ფეხბურთელის განაწყენება გახდა, როცა კლუბმა მას იანვარში ტრანსფერზე უარი უთხრა.

როგორ დამთავრდა ექსპერიმენტი მოგეხსენებათ: "ვარდები" "მეთოფეებთან" საშვილიშვილოდ შერცხვნენ - 1:7. კინი მიხვდა, რომ თუკი ფეხბურთელს სასწრაფოდ არ დააბრუნებდა, მისთვის განკუთვნილ ჩამოსახრჩობ მარყუჟს თავადვე გამონასკვავდა. კონგოელი უკვე ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ხვალ "ქუინზ პარკთან" შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაშიც იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული