“როცა საფეხბურთო კავშირმა ტერის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, მაშინვე ვთქვი, რომ ასეთი რამ მხოლოდ მწვრთნელის კომპეტენციაში უნდა ყოფილიყო. რაკი ის არჩევს გუნდს, ესე იგი კაპიტანიც მან უნდა დანიშნოს. მიუხედავად ამისა, ფაბიო კაპელოს თანამდებობიდან გადადგომას არ ველოდი.
ვვარაუდობ, რომ იტალიელსა და ასოციაციას შორის ურთიერთობა იქამდეც დაძაბული უნდა ყოფილიყო. ხოლო ბოლოს რაც მოხდა კაპელოს ამან უბრალოდ მოთმინების ფიალა აუვსო.
ვენგერმა კომენტარი გააკეთა ტიერი ანრის საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვასთან დაკავშირებითაც:
“მინდა განგიმარტოთ. ჩვენ მართლა გვსურდა საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელება ორიოდე კვირით, მაგრამ ეს საქმე არ გამოვიდა, ის ხომ “ნიუ იორკშ” გუნდის კაპიტანია. გაცნობებთ, რომ ტიერი ამერიკაში 16 თებერვალს გაფრინდება”.
ასე რომ, ფრანგი ვეტერანი პრემიერლიგაში “სანდერლენდის” გარდა კიდევ ერთ მატჩს ითამაშებს - 15 თებერვალს ჩემპიონთა ლიგაში “მილანის” წინააღმდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"