შეგახსენებთ, რომ რედნაპი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.
"ჰარი განსაკუთრებული მწვრთნელია. ის, თუ როგორ ურთიერთობს მოთამაშეებთან, როგორ ხუმრობს ვარჯიშებზე, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს.
ის გვიყვარს და გვინდა, რომ დარჩეს. მაგრამ თუ ინგლისის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში, წარმატებებს ვუსურვებთ", - აღნიშნა ადებაიორმა, რომელმაც "ნიუკასლთან" შეხვედრაში გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.