ემანუელ ადებაიორი: ჰარი რედნაპი გვიყვარს და გვინდა, რომ "ტოტენჰემში" დარჩეს

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა ემანუელ ადებაიორმა "ნიუკასლის" (5:0) განადგურების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში ყველას უნდა მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი კლუბში დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ რედნაპი ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად მიიჩნევა.

"ჰარი განსაკუთრებული მწვრთნელია. ის, თუ როგორ ურთიერთობს მოთამაშეებთან, როგორ ხუმრობს ვარჯიშებზე, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს.

ის გვიყვარს და გვინდა, რომ დარჩეს. მაგრამ თუ ინგლისის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში, წარმატებებს ვუსურვებთ", - აღნიშნა ადებაიორმა, რომელმაც "ნიუკასლთან" შეხვედრაში გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული