ჰარი რედნაპი: პოლ სქოულზი ესპანელივით თამაშობს

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა აღიარა, რომ ძალიან უნდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰავბეკი პოლ სქოულზი ინგლისის ნაკრებში იხილოს.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა ერთი თვის უკან განაახლა ფეხბურთელის კარიერა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს დაასრულა.

"გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან მინდა სქოულზი ევრო-2012-ზე ვიხილო. პოლი კარგი ფეხბურთელია და მინდა მან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. ის ესპანელივით თამაშობს. სქოულზს ჩავი და ინიესტას მსგავსად შეუძლია მოქმედება, მისთვის ბურთის წართმევა ძალიან ძნელია", - თქვა რედნაპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული