ლენდონ დონოვანის შორეული ოცნება

AutoSharing Option
"ევერტონის" ცენტრალურმა მცველმა, ფილ იაგიელკამ ფეხის ტრავმა იანვრის პირველ რიცხვებში მიიღო. ფეხბურთელს ტკივილები უკვე დაუამდა და რამდენიმე დღის წინ სრულფასოვან ვარჯიშსაც დაუბრუნდა.

დევიდ მოიესის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ კვირას, "ბლეკპულთან" ასოციაციის თასის მე-5 ეტაპზე ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანოს.

"იანვარი ჩემთვის მძიმე თვე აღმოჩნდა. ყოველთვის რთულია გარედან პროცესებისთვის თვალის დევნება. ახლა ყველაფერი ნელ-ნელა თავის ადგილზე დგება. იმედია, მოედანზე დაბრუნებას უახლოეს ხანებში შევძლებ. ვფიქრობ, ორი კვირის მერე უკვე ფორმაში ვიქნები. ამის შემდეგ კი აუცილებლად ვიბრძოლებ ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად," - აცხადებს 29 წლის
მცველი.

მას მერე, რაც ლენდონ დონოვანს "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" კონტრაქტი ამოეწურება, "ევერტონს" 29 წლის ნახევარმცველისთვის სრულფასოვანი ხელშეკრულების შეთავაზება აქვს დაგეგმილი.

"გუდისონ პარკზე" ამერიკელს იჯარის ვადა გასულ უქმეებზე დაუმთავრდა. დონოვანი უკვე გაემგზავრა "ანგელოზთა ქალაქში". 7 არასრული მატჩის განმავლობაში ამერიკელმა 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა.

"ევერტონთან" ხანგრძლივი თანამშრომლობის იდეა ლენდონსაც საკმაოდ ხიბლავს. "ისე მოხდა, რომ ამ კლუბში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მოხარული ვიყავი, მეორედ აღმექვა თავი აქაურობის სრულფასოვან წევრად (2 თვით ის 2010 წელსაც თამაშობდა "ევერტონში"). "გალაქსის" ხელმძღვანელობამ ნათლად მაგრძნობინა, რომ ძალიანაც რომ მომენდომებინა, "ევერტონში" არ დამტოვებდა, აი, მომავალში რა მოხდება არავინ იცის. ამერიკული კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წელი დამრჩა. იქამდე დიდი დროა, მაგრამ მაინც ვნახოთ რა მოხდება," - აცხადებს ფეხბურთელი.

გუშინ სიტიში
გუშინ "მანჩესტერ სიტის" ბაზაზე გულშემატკივართა უჩვეულო სიმრავლე იყო. აშკარა იყო, რომ ისინი კარლოს ტევესის სანახავად იყვნენ შეკრებილები. მათ იმედი გაუცრუვდათ. ევროპის ლიგაზე "პორტუს" წინააღმდეგ გუნდის მზადებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. როდის მოახერხებს არგენტინელი გუნდში სრულფასოვნად დაბრუნებას, ჯერ უცნობია.

კაპიტანი ისევ არ იქნება
კვირას, 18 თებერვალს, ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპის შეხვედრაში "ბირმინგემის" წინააღმდეგ ჯონ ტერი მინდორზე არ იქნება, გვამცნობს "ლონდონ ივნინგ სტანდარტი". მიზეზი არა მისი ჯანმრთელობა, არამედ მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ანდრე ვილაშ ბოაში კაპიტნის ჯანმრთელობის გარისკვას არ აპირებს. სამაგიეროდ ფეხბურთელი 21 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ნეაპოლის "სან პაოლოზე" იქნება სასტარტო შემადგენლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული