ისევ კარლოს ტევესი, ისევ ჯარიმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტისა" და კარლოს ტევესს შორის გაუგებრობებს ბოლო არ უჩანს. ის იყო, ფეხბურთელის აგენტებსა და "ქალაქელთა" დირექტორებს შორის მოლაპარაკება დასრულდა, რომ ფეხბურთელმა "ფოქს სპორტსთან" ინტერვიუში რობერტო მანჩინის მისადმი უპატივცემულობაში დასდო ბრალი, განაცხადა რა, რომ იტალიელმა როგორც ძაღლს ისე მომმართა და "ბაიერნთან" მატჩისას გახურებაზე უარი ამიტომაც ვუთხარიო.

ჟურნალისტების მტკიცებით, მთავარი მწვრთნელის საჯაროდ კრიტიკისთვის არგენტინელს ახალი სანქციები ელის. გარდა ამისა, ის გუნდის მთელ შემადგენლობას მოუხდის ბოდიშს ჩადენილი საქციელისთვის.

მანჩეტერში დაბრუნებულმა ფეხბურთელმა სამშაბათ საღამოს სრული სამედიცინო შემოწმება გაიარა, მათ შორის შემოწმდა მისი წონა
(უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მომატებული აქვს), წელის გარშემოწერილობა და ფილტვების მდგომარეობა. შედეგად ფეხბურთელს დაენიშნა სპეციალური დიეტა და ვარჯიშის ინდივიდუალური გრაფიკი, რომელსაც ის ფიზიკური მომზადების სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.

"სიტისა" და სერბეთის ნაკრების მარცხენა მცველმა ალექსანდარ კოლაროვმა სერბულ ტელე-რადიოკომპანია "B92-ს" ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთელი შემადგენლობა საბრძოლველად არის განწყობილი და ყველას ესმის, რომ "იუნაიტედთან" ჭიდილი იოლი არ იქნება.

"პირველი ადგილისთვის ბრძოლა ისეთ გამოცდილ გუნდთან მოგვიწევს, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". დარწმუნებული ვარ, რომ ის ბოლო ტურამდე გაიწელება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო შეხვედრა უფრო გართულდება. ამჟამად ჩვენი უპირატესობა სულ ორი ქულაა. მნიშვნელოვანია, რომ მათთან პირადი შეხვედრა ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გყვყავს, თუმცა ამის დამტკიცება მინდორზე მოგვიწევს," - განაცხადა ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული