რაიანი ყოველთვის გამოირჩეოდა საფეხბურთო ინტელექტით და გარდა ამისა, მწვრთნელობას რომ აპირებს, საიდუმლო არავისთვის არის. თუმცა ამ დღემდე ჯერ კიდევ შორია.
38 წლის ფეხბურთელმა "ეშმაკებთან" ხელშეკრულება ერთი წლით გააგრძელა, თავის მხრივ კი ფერგიმ გასული წლის სექტემბერში განაცხადა, "იუნაიტედში" მუშაობა შეიძლება კიდევ სამი წელიწადი არ მომბეზრდესო.
ასე რომ,
თავის მხრივ უელსელი ვარსკვლავი თანახმაა ოდესმე ჩაიბაროს ეს პოსტი, თუმცა იქამდე: "სადმე, უნდა მივაღწიო დიდ შედეგებს, შემდეგ კი აქ დაბრუნებაც შეიძლება". უბრალოდ გეტყვით, რომ გიგზს "იუნაიტედის" მაისურით 899 (!) ოფიციალურ მატჩში 162 გოლი აქვს გატანილი.
"მანჩესტერის" თავკაცმა კომენტარი გააკეთა ამ დღეებში ინგლისურ პრესაში ატეხილ ხმაურზე, რომ პოლ სქოულზი შეიძლება ინგლისის ნაკრებში დაბრუნდეს და ევრო 2012-ზე გაემგზავროს. აი, რას ამბობს ის: "თქვენ რა, მართლა გჯერათ, რომ ეს შეიძლება მოხდეს? ჩემი აზრით, ამის შანსი არ არსებობს. როცა პოლს დაბრუნება 2010 წელსაც შესთავაზეს, უარი თქვა, რადგან ესმოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ ფეხბურთელებს უნდა ეთამაშათ, რომელთაც მოიპოვეს კიდევ მისი საგზური. ისევ ითამაშოს ნაკრებში 8-წლიანი პაუზის შემდეგ? ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება.
ჩემი აზრით, თუკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პოლი ფეხბურთში დარჩება, მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ითამაშებს. ჯერ ეს საკითხიც კი არ არის გადაწყვეტილი. თუმცა ის იმდენად კარგად თამაშობს, რომ ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დარჩეს კიდევ ერთი წლით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"